|
2019-04-23 15:53:33, 1812 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი - ლევან ჯიბღაშვილი დაკითხვისას გამოძიებას ეტყვის თუ ვის ეკუთვნოდა მისი მანქანიდან ამოღებული ჩანთა
დაკავებული მსახიობის ლევან ჯიბღაშვილის ადვოკატი ამირან გიგუაშვილი აცხადებს, რომ მისთვის ჯერჯერობით უცნობია, რა რაოდენობის ნარკოტიკი ამოიღეს მისი დაცვის ქვეშ მყოფის ავტომობილიდან. ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ლევან ჯიბრაშვილი არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ჩანთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მისი მანქანიდან ამოიღეს. დაცვის მხარე ამბობს, რომ ჯიბღაშვილი გამოძიებასთან თანამშრომლობს. "ლევან ჯიბღაშვილი მისი შემოწმების პროცესიდან დრემდე აქტიურად ეხმარება გამოძიებას, იმისათვის რომ დადგინდეს ყველა ნიუანსი. ის არასდროს უარყოფდა, რომ ჩანთა, რომელშიც აკრძალული ნივთიერება იყო, მისი მანქანიდან ამოიღეს. დანარჩენ დეტალებს და ინფორმაციას, თუ ვის ეკუთვნოდა ჩანთა და რატომ იყო ჩემი დაცვის ქვეშ მყოფის მანქანაში, გამოძიებას მივაწვდენთ. ნარკოტიკების ოდენობის შესახებ ინფორმაციას ველოდები", - განაცხადა ამირან გიგუაშვილმა. მსახიობი მცხეთის დროებითი მოთავსების იზოლატორში იმყოფება, სადაც მას ბრალს ოფიციალურად წარუდგენენ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)