|
2019-04-23 13:19:02, 1695 ნახვა
კომენტარი
„სურათი საყურადღებოა, თუმცა არა საპანიკო“ - სერგეენკო ტყვიის შემცველობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევას ეხმაურება
საქართველოს ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ გამოქვეყნებულ კვლევის შედეგებს "საყურადღებო, თუმცა არა საპანიკო" უწოდა. მისი თქმით, უწყების ერთ-ერთი მთავარი ამოცანა ტყვიის წყაროების დადგენა და გაუვნებელყოფაა, რომელსაც სამინისტრო უახლოეს მომავალში გეგმავს. "ის სურათი რაც გვაქვს დღეს საქართველოში საყურადღებოა, თუმცა არავითარ შემთხვევაში საპანიკო და ეს არაა მოსახლეობის ხელოვნურად დამშვიდება. ჩვენ ბევრი საერთაშორისო პარტნიორი გვყავს ამ პროექტში, მათი ცალსახა შეფასებით ეს დაახლოებით ის მდგომარეობაა, რაც 80-იან წლებში აშშ-ში და დასავლეთ ევროპაში იყო. კვლევის შედეგებმა ცალსახად დაგვანახა შემდგომი ეტაპების საჭიროება, რომელიც უკვე დაწყებულია. ყველა იმ ბავშვთან და იმის ოჯახის წევრებთან, სადაც აღმოჩნდა ტყვიის მომეტებული რაოდენობა, განმეორებითი კვლევები ჩატარდება, რომელსაც გარემოს სინჯების აღება დაემატება. პოზიტიური ნაწილი ის გვაქვს, რომ იმ 16 ბავშვში, რომელსაც მეტად ჰქონდა მომატებული, მეორე ეტაპის კვლევები უკვე ჩავატარეთ. საბედნიეროდ, მათი გონებრივი და ფიზიკური განვითარება აბსოლუტურად ნორმის ფარგლებშია და მეორე სტრატეგიული ამოცანა ამ ტყვიის წყაროს პოვნა, იდენტიფიკაცია და , შეძლებისდაგვარად, განეიტრალებაა, რომელსაც, მჯერა, რომ შევძლებთ", - განაცხადა სერგეენკომ. ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის შესახებ ეროვნული კვლევის შედეგები გამოაქვეყნა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)