|
2019-04-23 09:40:40, 1799 ნახვა
სამართალი
გახარია - გამოვიძიებთ ყველა დანაშაულს, ისეთ დანაშაულსაც, რომელიც პანკისის მოსახლეობის წინააღმდეგ იყო ჩადენილი
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან ერთად, დაშავებული პოლიციელების მოსანახულებლად, სამედიცინო დაწესებულებაში იმყოფებოდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა, გუშინ, პანკისის ხეობაში მომხდარ მოვლენებთან დაკავშირებით კიდე ერთი კომენტარი გააკეთა. გიორგი გახარიას თქმით, შინაგან საქმეთა სამინისტრო თითოეული მოქალაქისა და სამართალდამცველის უფლებებს დაიცავს და დეტალურად გამოიძიებს, დანაშაულს, რომელიც იყო როგორც მოქალაქეების მიმართ, ისე და პოლიციელების მიმართ ჩადენილი. „გუშინ იყო მძიმე დღე, ყველასთვის და სამწუხარო დღე. დღეს ყველა ვმშვიდდებით, ვწყნარდებით და ვაანალიზებთ. შინაგან საქმეთა სამინისტრო სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ დაიცავს თითოეული მოქალაქის და თოთოეული სამართალდამცველის უფლებებს და შესაბამისად, ჩვენ როდესაც ვამბობთ, რომ დეტალურად გამოვიძიებთ ყველა ჩადენილ დანაშაულს, რა თქმა უნდა, ვგულისხმობთ ისეთ დანაშაულსაც, რომელიც იყო ჩადენილი პანკისის მოსახლეობისა და მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს არის ჩვენი პოზიცია და ჩვენ არ ვიჩქარებთ. ვიქნებით წყნარი, მშვიდი და ყველაზე დიდი აქცენტი გაკეთდება იმაზე, რომ ყველას ჰქონდეს ამ მიმდინარე გამოძიების მიმართ მაღალი ხარისხის ნდობა. არსად არ გვეჩქარება. ჩვენ ვზრუნავთ ჩვენს მოქალაქეებზე. ჩვენ ვიცავთ ჩვენი მოქალაქეების ინტერესებს, მათ უფლებებს, მათ ჯანმრთელობას, ისევე როგორც ყველამ ერთად ჩვენ უნდა დავიცვათ თითოეული პოლიციელის ჯანმრთელობა და ღირსება“. - განაცხადა გიორგი გახარიამ. შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო დიდი რაოდენობით სამართალდამცველების პანკისის ხეობაში მობილიზება, მინისტრმა განაცხადა, რომ ეკონომიკის სამინისტროს მომართვის საფუძველზე, დილით, ადგილზე მშენებლების უსაფრთხოებას, კახეთის სამხარეო პოლიციის მხოლოდ 35 თანამშრომელი იცავდა. თუმცა, მას შემდეგ რაც მოხდა მათზე თავდასხმა, საჭირო გახდა დამატებითი საპოლიციო ძალების მობილიზება. „მე არაერთხელ განმიმარტავს და აღმინიშნავს, კიდევ ერთხელ ვიტყვი და თუ ეს საჭიროა. ჩვენ ამის ვიზუალურ ფაქტებსაც გავასაჯაროებთ. პანკისში, დილის 8 საათზე, წყნარად, მშვიდად, კახეთის სამხარეო პოლიციის 35 თანამშრომელი, იმისთვის რომ მათ უზრუნველეყოთ მშენებლების უსაფრთხოება, რა თხოვნითაც ჩვენ ეკონომიკის სამინისტრომ ოფიციალურად მოგვმართა, შევიდნენ აი ამ ლოკაციაზე. მას შემდეგ, რაც განხორციელდა მათზე თავდასხმა, მოხდა რა თქმა უნდა დამატებითი ძალების მობილიზება. ეს არის ფაქტი. შინაგან საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც გამოძიება, რომელიც უკვე პროკურატურაში აღძრულია - იყო თუ არა და ჰქონდა თუ არა ადგილი პოლიციის მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას - აბსოლუტურად ტრანსპარენტულად ვიქცევით და მოვიქცევით. იმიტომ, რომ ჩვენთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია დავადგინოთ სრული ჭეშმარიტება. დაძაბულობის დაწყებამდე, 35 კახეთის სამხარეო პოლიციის თანამშრომელის გარდა ხეობაში არ ყოფილა არავინ. ეს არის ფაქტი, შეგიძლიათ გადაამოწმოთ“, - განაცხადა მინისტრმა.
(NS)
პაპუაშვილი - პარლამენტში პარტია „საქართველოსთვის“ სახელით მყოფი ხალხი უნდა მიხვდეს, რომ გაქცეული გახარია ამათ დასცინის
ბენზინის დეფიციტის გამო, რუსეთი თვითმფრინავებისთვის საწვავის პრობლემებია
ორწლიანი პაუზის შემდეგ თელ-ავივში მასშტაბური გეი აღლუმი გაიმართა
ხოშტარია: ვმუშაობდი და გავაგრძელებ მუშაობას „მოღალატე რუსების“ წინააღმდეგ სანქციებზე
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)