13:01 - 08 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-22 17:13:00, 1169 ნახვა

საზოგადოება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადების პროგრამა განიხილეს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, იური ნოზაძე რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა ძირითადი დაავადებებისგან თავისუფალ ზონად ჩამოყალიბების 2019-2022 წლების პროგრამის განხილვას დაესწრო.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, რაჭა-ლეჩხუმი-ქვემო სვანეთის რეგიონისა და მესტიის მუნიციპალიტეტის ცხოველთა დაავადებებისგან თავისუფალ ზონად გამოცხადებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ცხოველთა ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის, ასევე ვეტერინარული კეთილსაიმედოობის დაცვის კუთხით.

„ეს არის  ამბიციური პროექტი, რომელიც სხვა რეგიონებისთვის დამატებითი სტიმულის მიმცემი გახდება და ცხოველთა სხვადასხვა დაავადების საწინააღმდეგოდ ვეტერინარული კონტროლის განხორციელებას, ეკოლოგიური ბალანსის შენარჩუნებას და გარემოს დაცვას შეუწყობს ხელს“, - განაცხადა იური ნოზაძემ  პროგრამის შეფასებისას.

აღსანიშნავია, რომ პროგრამის განხორციელებაში, სახელმწიფო უწყებებთან ერთად, კერძო სექტორიც იქნება ჩართული, მათ შორის, ქართულ-ესპანური კომპანია Native Georgian, რომელიც ქართული მთის ღორის ჯიშის გადარჩენაზე მუშაობს.

 შეხვედრის ფარგლებში, მეცხოველეობის მიმართულების ფერმერული მეურნეობების განვითარების საკითხები განიხილეს და ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის პოტენციალზე, დარგის განვითარების პერსპექტივებსა და აღნიშნული მიმართულებით ინვესტირების შესაძლებლობებზე იმსჯელეს.

მონაწილე მხარეებმა რაჭის რეგიონში   კომპანია „ბლაუნშტაინ ჯორჯიაზეც’’ ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ მსგავსი კომპანიები რეგიონში ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებას,  ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას,  ბიზნესგარემოს გაჯანსაღება-სტიმულირებას უწყობს ხელს.

საქართველოს მთიანი რეგიონების განვითარების კონტექსტში ტურისტული პოტენციალის გამოყენების შესაძლებლობებიც განიხილეს და აღნიშნეს, რომ რეგიონის გაჯანსაღება ხელს შეუწყობს ტურისტების მოზიდვასა და  ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებას.

 

 

(NS)





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
კალაძე: კომპანია მარიჯანის N4-ში რომელიც ამჟამად აწარმოებს სამუშაოებს, თავად დაზარალებულებმა შეარჩიეს
თბილისში უკრაინაში დაღუპული მოხალისეების ხსოვნისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართება
შეერთებულმა შტატებმა საქართველოს სასაზღვრო კომუნიკაციებისთვის ათობით როუტერი გადასცა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 29 პირი დააკავა, ხოლო 3 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათ შორის ერთი ”კანონიერი ქურდია”
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics