2019-04-22 10:15:40, 1784 ნახვა
სამართალი
შსს-მ ქურდობის ბრალდებით თბილისში 1 პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1986 წელს დაბადებული შ.ბ., ბინის გაქურდვის ბრალდებით, თბილისში დააკავეს.
უწყების ინფორმაციით, ჩადენილი დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულმა ერთ-ერთი მოქალაქის საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ნაქურდალი ნივთი ნივთმტკიცებად ამოიღო.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ქურდობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.
(NS)შ
ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან