|
2019-04-19 19:19:35, 2119 ნახვა
კომენტარი
ზალკალიანი - მესმის მონპელიეში მყოფი ადამიანების, მაგრამ ზოგიერთი პარტია მათი გაჭირვებით მანიპულირებს
საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკანიანმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში მყოფ საქართველოს მოქალაქეებზე ისაუბრა, რომლებიც დევნილის სტატუსის მოთხოვნით აქცია მართავენ. როგორც ზალკალიანმა აღნიშნა, საქართველო უსაფრთხო ქვეყნად უკვე 13-მა სახელმწიფომ აღიარა, რაც იმას გულისხმობს, რომ მსგავსი გზით თავშესაფრის მიღების მსურველთა მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. „ჩვენთვის უმთავრესი მონაპოვარი ევროკავშირის ტერიტორიაზე თავისუფალი გადაადგილება გახლავთ. თითოეული ჩვენთაგანის, ჩემი, როგორც მთავრობის რიგითი წევრის უმთავრესი ამოცანაა, რომ ჩვენ ეს მონაპოვარი შევინარჩუნოთ, რადგან ამას უდიდესი პოლიტიკური მნიშვნელობა აქვს. ამიტომ, მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ევროკავშირში ინტეგრაციის ეს მნიშვნელოვანი მონაპოვარი შენარჩუნებული იყოს. ამ მიმართულებით, მოგეხსენებათ, სერიოზული ნაბიჯები იდგმება. ცამეტამდე გაიზარდა იმ ქვეყნების რიცხვი, ვინც საქართველო უსაფრთხო ქვეყანად გამოაცხადა. ეს გულისხმობს იმას, რომ იმ მოქალაქეების მოთხოვნები, რომლებიც ამა თუ იმ ქვეყანას თავშესაფრის მიღების კუთხით მიმართავენ, დაკმაყოფილებული არ იქნება. ამიტომ, ყველას ვთხოვ, რომ განსაკუთრებული გულისყურით მოეკიდოს ამას“, - განაცხადა დავით ზალკანიანმა. შეგახსენებთ, რომ უკვე სამი თვეა ქალაქ მონპელიეს ცენტრში საქართველოს მოქალაქეებს კარვები აქვთ გაშლილი. ისინი დევნილის სტატუსს ითხოვენ და ამტკიცებენ, რომ საქართველო უსაფრთხო ქვეყანა არ არის.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)