|
2019-04-19 09:59:00, 1521 ნახვა
საზოგადოება
ტოკიოში საერთაშორისო გამოფენაზე ქართული ღვინის კომპანიები მონაწილეობენ
ტოკიოში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენაში ''Wine and Gourmet Japan" 12 ქართული ღვინის კომპანია მონაწილეობს. წელს საქართველო ''Wine and Gourmet Japan"-ის პარტნიორი ქვეყანაა და ამის გათვალისწინებით, გამოფენის ფარგლებში ქართული ღვინის 2 წარდგენა-დეგუსტაცია გაიმართა. ქართული ღვინის პრეზენტაციას ღვინის ეროვნული სააგენტოს სადეგუსტაციო კომისიის თავმჯდომარე ანა გოდაბრელიძე და იაპონიაში საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი დავით გოგინაშვილი უძღვებოდნენ. ანა გოდაბრელიძემ სტუმრებს 12 კომპანიის სხვადასხვა დასახელების ღვინოები წარუდგინა, ესაუბრა ქართული ღვინის კულტურასა და ქართული ღვინოების მრავალფეროვნებაზე. იაპონელი ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის წარდგენა განსაკუთრებით საინტერესო აღმოჩნდა გამოფენის „საქართველო - ღვინის სამშობლოს" ფონზე, რომელიც ტოკიოში 10 მარტს გაიხსნა და 7 მაისამდე გაგრძელდება. გამოფენას იაპონიაში საქართველოს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი არჩილ მაჭავარიანი და საელჩოს წარმომადგენლები დაესწრნენ. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქართული ღვინის კომპანიები ''Wine and Gourmet Japan"-ში 2015 წლიდან მონაწილეობენ. ''Wine and Gourmet Japan"-ზე ტრადიციულად თავს იყრიან ღვინის წამყვანი სპეციალისტები, ღვინით მოვაჭრეები და იმპორტიორები აზიის რეგიონიდან, რაც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს ქართული ღვინის ცნობადობის გაზრდას იაპონიასა და მის მეზობელ ქვეყნებში.
(NS)
ჟურნალისტ გურამ როგავაზე თავდასხმის საქმეზე სპეცრაზმელს 5 წლით პატიმრობა მიუსაჯეს
საქართველოს ბანკისა და UN Women-ის ინიციატივით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქის შესაძლებლობებზე პანელური დისკუსია გაიმართა
საქართველოს ბანკისა და LEAF-ის საერთაშორისო განათლების რეგიონული ტური დაიწყო
პროკურატურამ ვაკეში ჩხუბის მონაწილეებს ბრალი წაუყენა, მათ 5 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)