|
2019-04-16 11:22:26, 1891 ნახვა
კომენტარი
მეზვრიშვილი: სტატისტიკა ადასტურებს, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანდატურის სამსახური ეფექტიანად მუშაობს
სტატისტიკური მონაცემები არის დასტური, რომ ახალი კანონის ამოქმედების შემდეგ მანდატურის სამსახური ეფექტიანად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველის შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ნათია მეზვრიშვილმა აუდიტის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკურ მონაცემებზე კომენტირებისას განაცხადა. სტატისტიკას, რომლის თანახმად, საქართველოს მასშტაბით არსებულ სკოლებში ცეცხლსასროლი და ცივი იარაღები, ნარკოტიკები და ალკოჰოლია ამოღებული, მეზვრიშვილი მანდატურების ეფექტიან მუშაობას უკავშირებს. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის თქმით, გაზრდილია არა დანაშაული, არამედ კოორდინაცია მანდატურის სამსახურსა და პოლიციას შორის, რაც 2018 წელს განხორციელებული რეფორმის შედეგია. მისი თქმით, კანონის ამოქმედების შემდეგ ყველა სახის დარღვევისა თუ დანაშაულის ნიშნების შესახებ სამართალდამცველების ინფორმირება ხდება. „როგორც მოგეხსენებათ, 2018 წლის დასაწყისში შსს-მ განათლების სამინისტროსთან ერთად დაიწყო მანდატურის სამსახურის რეფორმა, ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა, რომლის ერთ-ერთი მიზანი გახლავთ, რომ მანდატურის სამსახური გაგვეძლიერებინა და მიგვეცა შესაძლებლობა, რომ სკოლებში უსაფრთხოების თვალსაზრისით შესაბამისი ზომები მიეღოთ. ის მონაცემები არის ნათელი დასტური, რომ მანდატურის სამსახური კანონის ამოქმედების შემდეგ ეფექტიანად მუშაობს, ახდენს შესაბამისი დარღვევების გამოვლენას და იქ, სადაც დანაშაულის ნიშნები იკვეთება, ამის შესახებ ინფორმაციას აწვდის შსს-ს. ანუ ჩვენი ამოცანა რაც იყო, კოორდინაცია პოლიციასა და მანდატურის სამსახურს შორის გაგვეზარდა, ეს მიზანი მიღწეულია და დანაშაულის ყველა ფაქტზე პოლიცია ეფექტიანად რეაგირებს“, – განაცხადა ნათია მეზვრიშვილმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)