17:57 - 05 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-06-25 11:01:36, 463 ნახვა

პოლიტიკა
აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი, შესაძლოა ფასიანი გახდეს

აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალი შესაძლოა, ფასიანი გახდეს.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა ჟურნალისტებს „ქორთიარდ მარიოტში“ განუცხადა, სადაც აღმოსავლეთ–დასავლეთის ჩქაროსნული მაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროგრამის განხილვის მიზნით, საქართველოს მთავრობისა და დონორთა შეხვედრა მიმდინარეობს.

მინისტრის თქმით, მაგისტრალი ფასიანი იმ შემთხვევაში გახდება, თუ ალტერნატიული გზები იქნება.

„ეს გზა მნიშვნელოვნად შეამოკლებს მანძილს ხაშურსა და ზესტაფონს შორის. განიხილება ასევე სხვა ვარიანტი, რომ გზა შეიძება იყოს ფასიანი, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ალტერნატიული გზები იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ვარიანტი არ განიხილება. ამ საკითხზე დღეს ვისაუბრებთ. დაახლოებით,მილიარდი-მილიარდ ასი მილიონი დოლარის ინვესტიცია იქნება საჭირო იმისთვის, რომ უახლოეს ხანში საქართველოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილი ერთმანეთს ჩქაროსნული ავტომაგისტრალით შეუერთდეს“, – აღნიშნა ხადურმა.

ამასთან, როგორც რეგიონული განვითრებისა და ინფრატსრუქტურის მინისტრმა ნოდარ ჯავახიშვილმა განაცხადა, დღევდანდელი შეხვედრის დასრულების შემდეგ, მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი ჰენრი კერალი დაადასტურებს, რამდენად მომგებიანი იქნება ამ ავტომაგისტრალში ინვესტიციის ჩადება.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
"საუკეთესო ავტოგაქირავების კომპანია აღმოსავლეთ ევროპაში" - Europcar Georgia World Luxury Travel Awards-ის გამარჯვებული მეოთხედ გახდა
XC60 - 110 000 ლარად, XC90 - 145 000 ლარად - „ვოლვო ქარ საქართველოს“ უპრეცედენტო შეთავაზება ფლაგმან მოდელებზე
ამანათების გამოგზავნა ამერიკიდან საქართველოში სპეციალური ტარიფით - საქართველოს ბანკისა და Boxette-ის შეთავაზება
პაპუაშვილი – ჰერჩინსკიმ ტონს დაუწიოს, აგდებული ტონი დატოვოს საელჩოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics