|
2019-04-06 15:06:33, 2076 ნახვა
კომენტარი
ღარიბაშვილი: საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი - ამის პირობას გაძლევთ
"საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი", - ასე მიმართა პარტია "ქართული ოცნების" პოლიტიკურმა მდივანმა ირაკლი ღარიბაშვილმა ზუგდიდში მერობის კანდიდატის წარდგენის ღონისძიებაზე შეკრებილ მოსახლეობას. როგორც ღარიბაშვილმა აღნიშნა, მას პოლიტიკური განცხადებების გაკეთება არ სურდა, თუმცა ქვეყანაში არსებული მდგომარეობა უბიძგებს, რომ მსგავსი შინაარსის განცხადება გააკეთოს. მისივე თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად არის მოწადინებული, რათა ზუგდიდში ყველა დაგეგმილი პროექტი უმოკლეს ხანში შეასრულოს. "მე არ მინდოდა ამ თემაზე საუბარი, მაგრამ ვითარება არის ისეთი, ისეთი მოცემულობა გვაქვს ჩვენ ქვეყანაში, რომ აუცილებელია ამაზე კონცენტრაცია და ანალიზი, ეს არის დესტრუქციული, არა კონსტრუქციული, რევანშისტული ოპოზიცია, რომელიც კარგს არაფერს არ მოუტანს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს ხალხს. ხშირად ჩვენ გვსაყვედურობენ, მათ შორის ჩვენი მომხრეებიც, რომ რით ვერ დავასრულეთ 9-წლიან რეჟიმზე საუბარი. ჩვენ ამის სურვილი არ გვაქვს მეგობრებო. ამას ჩვენ გვაიძულებენ ის რევანშისტული, დესტრუქციული ძალები, რომლებიც აცხადებენ ჯერ კიდევ პრეტენზიას არა თუ პოლიტიკაში დარჩენის, არამედ ხელისუფლებაში დაბრუნების, რასაც ჩვენ ვპირდებით თქვენთან ერთად არასოდეს არ დავუშვებთ. საქართველოში აღარ დაბრუნდება ძალადობრივი რეჟიმი, ის რეჟიმი, რომელმაც ჩვენი ეს ძვირფასი მხარე, ჩვენი სამეგრელო, ჩვენი სიამაყე, ძალიან გაანაწყენა, ძალიან გაამწარა და მე პირადად ვიცი უამრავი ისტორია და მე ეს ისტორიები არ მავიწყდება და არასოდეს არ დამავიწყდება, თუ როგორი ძალადობრივი რეჟიმით იქცეოდა წინა ხელისუფლება ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ეს უნდა გვახსოვდეს , მაგრამ ჩვენ უნდა გავიხედოთ წინ, წინ საერთო მომავლისკენ, მაგრამ ჩვენ თუ არ მოვახდინეთ ამ რისკების მინიმუმამდე დაყვანა და განეიტრალება, რა თქმა უნდა არ იქნება მშვიდობა და ხალხი ვერ დაისვენებს რაც მთავარია. ამიტომ, მე მინდა კივდე ერთხელ აღვნიშნო ის, რომ ჩვენ, ჩვენი გუნდი, საერთო ძალისხმევით ვართ მოწოდებული, რომ მაქსიმალურად დავაჩქაროთ ყველა ის პროექტი რომელიც დაწყებულია სამეგრელოში, მაქსიმალურად სწრაფი ტემპებით განვავითაროთ ქვეყანა და ვიყოთ თქვენს სამსახურში. და აქვე მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენმა გუნდმა შეარჩია ძალიან ღირსეული კანდიდატი, ღირსეული ზუგდიდელი, რომელიც არის წესიერი და თავისი საქმის პროფესიონალი ადამიანი. ამიტომ, მინდა რომ ვუსურვო მას წარმატება. ჩვენი გიორგი, გეგა შენგელია", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)