|
2019-04-05 18:47:50, 1819 ნახვა
კომენტარი
გვენეტაძე: ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის, რომ დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდეს
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის კობა გვენეტაძის განაცხადებით, საქართველოს ეკონომიკის მთავარი პრობლემა დოლარიზაციაა. „წაიკითხეთ ნებისმიერი იმ ინსტიტუტის გამოკვლევა საქართველოზე, რომელსაც ჭკუა მოეკითხება, იქნება ეს მუდის, ფიჩის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი, მსოფლიო ბანკი, რომელიც გინდათ დამისახელეთ, ყველაზე დიდი პრობლემა საქართველოში მაღალი დოლარიზაციიდან გამომდინარე რისკებია. მე ვფიქრობ, რომ დოლარიზაციის შემცირება აბსოლუტურად აუცილებელია და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ დოლარიზაციის შემცირება გაგრძელდეს", - აღნიშნა გვენეტაძემ. მან 2014-2015 წლების ლარის გაუფასურება გაიხსენა და მოსალოდნელ რისკებზე და აღმოფხვრის გზებზეც ისაუბრა „ის რაც გამოიყენეს ბანკებმა 2014-2015 წელს, როდესაც მოხდა გაუფასურება , იყო გაგრძელვადიანება, რესტრუქტურიზაცია, პროცენტის შემცირება, - მაგრამ მაშინ ამის საშუალება იყო, მაშინ ეს ბუფერები არსებობდა. დროის ნებისმიერ მონაკვეთში ასეთი ბუფერები შეიძლება არ არსებობდეს და თუ ასეთი რამე მოხდა, მთელი ეს დიდი მასა, იპოთეკური სესხების დოლარში და ევროში გადახდა, აბსოლუტურად შეუძლებელი გახდება, დაეწყება პრობლემა ბანკებს, ბანკებიდან პრობლემა გადაეცემა ეკონომიკას და ქვეყანაში მოხდება ეკონომიკური კრიზისი“, - აცხადებს გვენეტაძე.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)