|
2019-04-04 19:36:45, 1903 ნახვა
კომენტარი
ირაკლი სესიაშვილი ოპოზიციას - თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით
თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა საპარლამენტო ოპოზიციის კრიტიკის საპასუხოდ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ის , ვინც დღეს ხელისუფლებას აკრიტიკებს, ხელისუფლებაში ყოფნის დროს არაფერს აკეთებდა. დარბაზში დამსწრე პოლიტიკოსებმა სესიაშვილს სიტყვა ტაშით გააწყვეტინეს. „რატომ გაიხსენა სესიაშვილმა წარსულიო და მე გეტყვით რატომ გავიხსენე: რომ თქვენ, ზოგიერთი თქვენთაგანი დეპუტატი იყო მაშინ, ზოგიერთი - მაღალი თანამდებობის პირი, ზოგიერთი მინისტრის მოადგილეც კი იყო. თქვენ თქვენს ფუნქციებს არ ასრულებდით, არც საპარლამენტო კონტროლს ახორციელებდით, არც მინისტრებს უსმენდით, არც ნდობის ჯგუფს ატარებდით, არც კორუფციულ საკითხებს იკვლევდით, უსაქმურები იყავით, და ახლა მე რომ ვარ აქ და რომ უნდა გაგახსენოთ (ტაში). თქვენი სლოგანი ხომ გახსოვთ: „საქმე ლაპარაკის ნაცვლად“, ლაპარაკი შეგიძლიათ, ამას ვერ უარვყოფ, მაგრამ მე მინდა ახლა რომ თქვენი საქმეები გაგახსენოთ, რაზეც უნდა გემუშავათ“, - განაცხადა სესიაშვილმა და კორუფციის რამდენიმე მაგალითი მოიყვანა, რაც, მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს გამოვლინდა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)