|
2019-04-03 17:19:22, 1461 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი: რატომ აქვს უფასო რეკლამის ესოდენ დიდი დრო დათმობილი გრიგოლ ვაშაძეს, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია
პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ ჩატარებულ კვლევას ეხმიანება. მისი თქმით, „რუსთავი 2“ პარტიული ტელევიზიაა და მთავარ შეკითხვაზე პასუხი, თუ რატომ დაეთმო უფასო რეკლამის დიდი დრო გრიგოლ ვაშაძეს და ფასიანი რეკლამის ლომის წილი რატომ განთავსდა „რუსთავი 2“-ზე, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია. ,,კვლევა საკმაოდ დამაფიქრებელია. სხვა ინფორმაციაა მიწოდებული შტაბებიდან და სხვა ინფორმაცია ააქვს გამოქვეყნებული რუსთავი 2-ს, თუ რამდენი დახარჯა დეპუტატმა თავისი ფასიანი რეკლამისათვის. აქ, საკმაოდ დიდია სხვაობები და ალბათ ამით უფრო დეტალურად დაინტერესებაა საჭირო. მთავარი შეკითხვა რომელიც ისმის, თუ რატომ აქვს უფასო რეკლამის ესოდენ დიდი დრო დათმობილი გრიგოლ ვაშაძეს, ეს კომენტარის გარეშეც ნათელია. ეს არის პარტიული ტელევიზია და როგორც ყველაზე დიდი და გადაჭარბებით მიცემული დრო უფასო რეკლამისათვის, ასევე მთლიანად ფასიანი რეკლამის ლომის წილის რუსთავი 2-ზე განთავსება, ჩვეულებრივი მოვლენაა, რასაც დღეს თვალყურს ვადევნებთ. ფაქტიურად, გამოდის რომ ნაციონალურმა მოძრაობამ ერთი ჯიბიდან ამოიღო თანხა და მეორე ჯიბეში ჩაიდო. უსამართლობასთან ერთად, აქ გარკვეული პოლიტიკური დასკვნების გაკეთებაც შეიძლება, რაც ვფიქრობ საზოგადოებისთვის და არა მარტო ქართული საზოგადოებისთვის საინტერესოა",- განაცხადა გია ვოლსკიმ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)