|
2019-04-03 16:55:03, 1423 ნახვა
კომენტარი
ლორა თორნტონი: რომელი საარჩევნო სისტემა იმოქმედებს საქართველოში მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია
„ყველა საარჩევნო სისტემა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, კარგად მუშაობს, მაგრამ რა სისტემა უნდა მოქმედებდეს საქართველოში, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს“, - ასე გამოეხმაურა ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი 11 ევროპარლამენტარის მიერ გავრცელებულ წერილს, რომლის თანახმადაც საქართველო პროპორციულ სისტემაზე 2024 წლის ნაცვლად 2020 წელს უნდა გადავიდეს. მისივე თქმით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დიალოგი პოლიტიკურ ძალებთან, მათ შორის ოპოზიციური პარტიების ჩართულობით უნდა მოხდეს. „დიალოგი პოილიტიკურ ძალებთან აუცილებელია და მნიშვნელოვანია პროპორციულ სისტემაზე გადასვლაზე ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის საუბარი წარიმართოს. ბოლოს საპრეზიდენტო არჩევნებმა ქვეყანაში მძიმე დარღვევების და ხელისუფების შეცდომების ფონზე ჩაიარა და იმისთვის, რომ ქვეყნის იმიჯი გადარჩეს, აუცილებელია საარჩევნო გარემოს გაჯანსაღება. ამიტომ რომელი სისტემა უნდა მოქმედებდეს, პროპორციული თუ მაჟორიტარული, მხოლოდ ქართველი ხალხის გადასაწყვეტია. ყველა საარჩევნო სისტემა, იქნება ეს მაჟორიტარული, პროპორციული თუ შერეული, კარგად მუშაობს. მაგრამ რა სისტემა უნდა მოქმედებდეს საქართველოში, ეს ხალხმა უნდა გადაწყვიტოს. ხალხმა უნდა დაასკვნას, რომელი სისტემა უფრო კარგად გამოხატავს მოქალაქეების ნებას", -განაცხადა ლორა თორნტონმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)