01:44 - 19 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-04-02 17:06:41, 1546 ნახვა

კომენტარი
ბესელია ომბუდსმენის ანგარიშზე: პარლამენტმა მკაცრი რეაგირება უნდა მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია მიიჩნევს, რომ სახალხო დამცველის ანგარიში საკმაოდ მწვავეა. 

მისივე თქმით, ომბუდსმენის ანგარიში პარლამენტის მხრიდან დაუყონებლივ რეაგირებას საჭიროებს.

„აშკარად ჩანს, რომ ეს ანგარიში არის ბევრად უფრო კრიტიკული, ვიდრე იყო გასული წლის. ეს მაწუხებს, რადგან ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, ტემპი რომელიც გვქონდა გასული წლების განმავლობაში არ უნდა გაუარესდეს. კრიტიკული შენიშვნები და ფაქტები სადაც საუბარია გამოუძიებელ საქმეებზე და უფლებების დარღვევების სერიოზულ შემთხვევებზე, იწვევს ძალიან დიდ წუხილს. საჭირო იქნება პარლამენტმა აიღოს საკონტროლო ფუნქცია და ძალიან მკაცრი რეაგირება მოსთხოვოს სამართალდამცავ ორგანოებს, რომ ფაქტებზე რომელზეც მიუთითებს სახალხო დამცველი, დაიდოს კონკრეტული შედეგები უმოკლეს ვადებში“, - განაცხადა ბესელიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics