|
2019-04-01 19:52:26, 2996 ნახვა
სამხედრო
სენაკში დასავლეთ სარდლობის იუბილე აღინიშნა
სენაკში, II ქვეითი ბრიგადის სამწყობრო მოედანზე დასავლეთ სარდლობის დაარსების დღე აღინიშნა. საზეიმო ღონისძიებას საქართველოს თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ზაზა ჩხაიძე, სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის სარდალი, ბრიგადის გენერალი გიორგი მათიაშვილი, დასავლეთ სარდლობაში შემავალი ქვედანაყოფების სამხედრო მოსამსახურეები და მათი ოჯახის წევრები დაესწრნენ. თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ და დასავლეთ სარდლობის სარდალმა საბრძოლო მოქმედებებში, ასევე საერთაშორისო მისიებში დაღუპული სამხედრო მოსამსახურეების გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს. მათ დასავლეთ სარდლობის თითოეული ქვედანაყოფის ღვაწლი აღნიშნეს, სამხედრო მოსამსახურეებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადეს და წარმატება უსურვეს. დასავლეთ სარდლობის იუბილე დაჯილდოების ცერემონიალით გაგრძელდა. პირადი შემადგენლობა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში გამოჩენილი დამსახურებისთვის მედლით „სამშობლოსთვის თავდადებული“, საქართველოს თავდაცვის სისტემაში უმწიკვლო სამსახურისთვის I ხარისხის მედლებით, ასევე სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებისას გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის სამსახურებრივი საშტატო იარაღებით დაჯილდოვდა. დღესვე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის ლევან იზორიას ინიციატივით II და III ქვეით ბრიგადებში სპორტული დარბაზები საზეიმოდ გაიხსნა. სპორტული კომპლექსები სამხედრო მოსამსახურეებში ჯანსაღი და სპორტული ცხოვრების წესის დამკვიდრებას, ასევე ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებას ქვედანაყოფებში სხვადასხვა სპორტული სახეობის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს. ღონისძიება ღია კარის დღით დასრულდა. მოწვეულ სტუმრებს სამხედრო ტექნიკისა და შეიარაღების დათვალიერების საშუალება მიეცათ. სახმელეთო ჯარების სარდლობა 2006 წლის 17 თებერვალს ჩამოყალიბდა. 2016 წელს გაუქმდა სახმელეთო ჯარების სარდლობა და საქართველოს პრეზიდენტის (უმაღლესი მთავარსარდლის) 2016 წლის 04 მარტის N1 ბრძანებით დამტკიცდა ორი სარდლობა: სახმელეთო ჯარების აღმოსავლეთ სარდლობა და სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობა.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)