|
2019-04-01 12:46:58, 1625 ნახვა
სამართალი
ომბუდსმენი - აფგან მუხთარლის გაუჩინარების საქმის გამოძიება კონკრეტულ შედეგებამდე არ მისულა
სახალხო დამცველის 2018 წლის ანგარიშის მიხედვით, აზერბაიჯანელი ჟურნალისტის აფგან მუხთარლის გატაცების საქმეზე გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე. ანგარიშის თანახმად, გარკვეული კითხვები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები. სამწუხაროდ, თბილისის ცენტრიდან აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის გაუჩინარებიდან თითქმის ორი წლის გასვლის შემდეგაც, მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შედეგად, გამოძიება კვლავ არ მისულა კონკრეტულ შედეგებამდე. გასული საანგარიშო პერიოდის მსგავსად, სახალხო დამცველი 2018 წლის განმავლობაშიც ყურადღებით ადევნებდა თვალს აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებულ მოვლენებს და საგამოძიებო ორგანოდან პერიოდულად ითხოვდა ინფორმაციას გამოძიების მიმდინარეობის შესახებ. როგორც გასული წლის საპარლამენტო ანგარიშში აღინიშნა, გარკვეული კითხვები გააჩინა საქმის ფარგლებში მოპოვებული ცალკეული ვიდეომასალის ავთენტურობამ, თუმცა, საქართველოს გენერალური პროკურატურის ცნობით, ჯერ კიდევ არ მიუღიათ საქმეში არსებულ ვიდეომასალაზე დანიშნული ექსპერტიზის დასკვნები. ამასთან, ჟურნალისტისთვის დღემდე არ მიუნიჭებიათ დაზარალებულის სტატუსი, უწყებას აზერბაიჯანის რესპუბლიკისგან არ მიუღია პასუხი სამართლებრივი დახმარების აღმოჩენის თაობაზე გაგზავნილ შუამდგომლობასთან დაკავშირებით, ხოლო გამოძიების ფარგლებში არ გამოკვეთილა ისეთი დამამძიმებელი გარემოებების არსებობა, როგორებიცაა თავისუფლების უკანონო აღკვეთა წინასწარ შეთანხმებული ჯგუფის მიერ, დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით ან/და დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, ჩადენილი ორგანიზებული ჯგუფის მიერ, რის გამოც, გამოძიება კვლავ სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობს. სახალხო დამცველი კვლავ მოუწოდებს საქართველოს გენერალურ პროკურატურას, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის თაობაზე, რაც წარმოშობს ნდობას გამოძიების დროულად და ეფექტიანად მიმდინარეობასთან დაკავშირებით და გააქარწყლებს ეჭვს, რომ საქართველოს სახელმწიფომ თვალი დახუჭა ან გულგრილად მოეკიდა ჟურნალისტის გაუჩინარებას“, - აღნიშნულია სახალხო დამცველის ანგარიშში.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
ომი უკრაინაში
ISW: რუსეთში უკრაინის წინააღმდეგ საბრძოლველად მსურველთა რიცხვი ერთ წელიწადში 20%-ით შემცირდა
უკრაინაში რუსული არმია დღეში 300 ადამიანს კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)