|
2019-03-29 19:18:34, 1855 ნახვა
კომენტარი
კონსტანტინე გამსახურდია: ზვიად გამსახურდიას მკვლელობის გამოძიების საქმეზე პროკურატურასთან ერთად კონკრეტული ნაბიჯები დაიგეგმა
საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილის კონსტანტინე გამსახურდიას განცხადებით, მას შემდეგ, რაც პარლამენტის გადაწყვეტილებით ექს-პრეზიდენტის მკვლელობის საქმეზე გამოძიების ხანდაზმულობის ვადა გახანგრძლივდა, ოჯახს პროკურატურასთან ინტენსიური კავშირი აქვს. „ჩვენ გვაქვს ინტენსიური კავშირები პროკურატურასთან და დაიგეგმა მთელი რიგი ღონისძიებები. სხვათა შორის, 5 წლით გაგრძელდა საქმე და მე მოხარული ვარ იმით, რომ ამ შემთხვევაში, ამ გაგრძელებას მხარი დაუჭირა როგორც სახელისუფლებო გუნდმა, ისე ოპოზიციამ და ძლივს გაჩნდა პლატფორმა, სადაც საქართველოს მნიშვნელოვანი პოლიტიკური აქტორები ერთ პოზიციაზე დადგენ და ეს მნიშვნელოვანია ჩვენი სახელმწიფოსთვის“,- აღნიშნა კონსტანტინე გამსახურდიამ. მისივე თქმით, ჯერ კიდევ არის რესურსები რათა ყველა კითხვა გაეცეს პასუხი და ჩატარდეს ობიექტური და პროფესიონალური საგამოძიებო პროცესი. „ჯერ კიდევ არის რესურსები რათა ყველა კითხვა გაეცეს პასუხი და ობიექტური და პროფესიონალური საგამოძიებო პროცესი ჩატარდეს და რასაკვირველია, დაიდოს სათანადო დასკვნა. ამ მიმართულებით არის უკვე დაგეგმილი კონკრეტული ნაბიჯები და ამას საზოგადოება შეიტყობს“,- განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში საუბრისას.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)