|
2019-03-29 16:18:58, 1771 ნახვა
კომენტარი
მამუკა მდინარაძე - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უზუსტობებია
ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში უზუსტობებია. მდინარაძის განმარტებით, აღნიშნულის მიზეზი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ დეპარტამენტისთვის მიწოდებული არასწორი ინფორმაციებია. „როდესაც ანგარიში მზადდება, ავტორები ორი მიმართულებით ეყრდნობიან ინფორმაციას. ერთი მიმართულება არის ხელისუფლების მიერ მიწოდებული, რომელიც სტრატეგიული პარტნიორობის და თანამშრომლობის ფარგლებში ხდება, მეორე არის არასამთავრობო სექტორი. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ისეთი საკითხები რაც რეალობას არ შეესაბამება. მათ შორის არის მარიხუანას კულტივაცია. ის, რომ თითქოს საქართველომ მიიღო გადაწყვეტილება მარიხუანას კულტივაციის შესახებ უზუსტობა და ტყუილია. ეს ასე არ არის, რადგან ჩვენ საზოგადოებრივი აზრის გათვალისწინებით, შესაბამისი კანონპროექტი პარლამენტიდან უკან გავიწვიეთ. ხელისუფლებას ნამდვილად არ მიუწოდებია ისეთი ინფორმაცია, რის გამოც უხერხულობები შეიქმნა, ამიტომ დასკვნის გამოტანა მარტივია. სერიოზული უხერხულობა, რომელიც ამ ინფორმაციის მიმწოდებელმა შექმნა აღმოსაფხვრელია. მსგავს უზუსტობებს დავარქვათ ტექნიკური, რადგან საუბარია ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორზე, რომელიც გარკვეულ ინფორმაციებს ეყრდნობა. ის ხელისუფლებასთან და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობს. ვიმეორებ ეს ხელისუფლების მიერ მიწოდებული ინფორმაცია ნამდვილად არ არის და ეს უხერხულობები აუცილებლად უნდა აღმოიფხვრას“, - განაცხადა მდინარაძემ. ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის შესახებ ანგარიშში გამოაქვეყნა. ანგარიშში მსოფლიოს 70 ქვეყანაში, მათ შორის საქართველოში შექმნილი ვითარებაა მიმოხილული. დოკუმენტში ნათქვამია, რომ გასული წლის ივლისში საქართველომ სამედიცინო მიზნებისათვის მარიხუანის კულტივაციისა ლეგალიზება და პირადი მოხმარების დეკრიმინალიზება მოახდინა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)