|
2019-03-27 20:32:39, 3387 ნახვა
სამხედრო
ნატო-ს სამხედრო კომიტეტი რუსეთს მოუწოდებს, ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარები გაიყვანოს
საქართველოში ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში, სასტუმრო „ბილტმორში“ ნატოს სამხედრო კომიტეტის სხდომა გაიმართა. ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ფორმატში სესია ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ, ავიაციის მთავარმა მარშალმა სერ სტიუარტ პიჩმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ლევან იზორიამ გახსნეს. „ჩვენი ვიზიტი უწყვეტი მხარდაჭერის დემონსტრირებაა და ხაზს უსვამს იმ მნიშვნელობას, რასაც ნატოს სამხედრო კომიტეტი ნატო-საქართველოს თანამშრომლობას ანიჭებს“, - განაცხადა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ სიტყვით გამოსვლისას. მან ნატოს ეგიდით მიმდინარე საერთაშორისო მისიებში ქართველი სამშვიდობოების წვლილი ხაზგასმით აღნიშნა: „საქართველო ნატოს ღირებული პარტნიორია და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ნატოს ეგიდით მიმდინარე ოპერაციებსა და მისიებში. თქვენი სამხედროები მრავალი წელია ნატოს მხარდამხარ იბრძვიან. საქართველო ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის ყველაზე დიდი კონტრიბუტორი ქვეყანაა ავღანეთის „მტკიცე მხარდაჭერის მისიაში“. ვინც ვყოფილვართ ავღანეთში, ვიცით, თუ როგორ პატივს სცემენ თქვენი სამხედროების პროფესიონალიზმსა და თავდადებას.“ ნატოს წარმომადგენელმა კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და რუსეთს ოკუპირებული ტერიტორიებიდან ჯარების გაყვანისკენ მოუწოდა. ავიაციის მთავარმა მარშალმა სერ სტიუარტ პიჩმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის პრაქტიკულ მექანიზმებზეც გაამახვილა ყურადღება და კიდევ ერთხელ დაადასტურა ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მხარდაჭერა საქართველოს მიმართ. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ნატოს სამხედრო წარმომადგენლებს თავდაცვის სფეროში მიმდინარე რეფორმები და ნატოსთან თანამშრომლობის ფარგლებში მიღწეული პროგრესი გააცნო. „ნატოს მხრიდან ძლიერი პოლიტიკური და პრაქტიკური მხარდაჭერის ფარგლებში, ჩვენ ეფექტურად ვიყენებთ თანამშრომლობის ყველა არსებულ მექანიზმს. საქართველო ნატოს ერთადერთი ასპირანტი ქვეყანაა რეგიონში, რომელიც სარგებლობს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან მჭიდრო და უნიკალური მასშტაბის თანამშრომლობით, რაც ნათლად გამოიხატება საქართველოში ნატოს წარმომადგენლობის მასშტაბით,“ - აღნიშნა ლევან იზორიამ. ნატოს სამხედრო კომიტეტის წევრები სხდომაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მდგომარეობას გაეცნენ და შავი ზღვის რეგიონში არსებული ვითარების შესახებ იმსჯელეს. მათ ასევე, დეტალური ინფორმაცია მიიღეს ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) განხორციელების, თავდაცვის ძალებში მიმდინარე რეფორმების, ნატოს ოპერაციებსა და სწავლებებში მონაწილეობის შესახებ. 28 მარტს, ნატოს სამხედრო კომიტეტი ვაზიანის სამხედრო ბაზას ესტუმრება და საბრძოლო მომზადების ცენტრს (CTC) მოინახულებს, ასევე გაეცნობა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამას (GDRP), რომელიც აშშ-ის მხარდაჭერით ხორციელდება და საქართველოს თავდაცვის ძალების საბრძოლო მზადყოფნის ამაღლებასა და თავდაცვითი შესაძლებლობების განვითარებას ისახავს მიზნად. ამავე დღეს, ნატოს სამხედრო წარმომადგენლები წვრთნებისა და შეფასების ერთობლივ ცენტრს ესტუმრებიან (JTEC) და „ნატო-საქართველოს ერთობლივ სწავლებას 2019“ დააკვირდებიან. მრავალეროვნული, ბრიგადის დონის საშტაბო სწავლება მიზნად ისახავს საქართველოს, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ურთიერთთავსებადობის ამაღლებას, ასევე საქართველოს თავდაცვის ძალების მართვისა და კონტროლის შესაძლებლობების განვითარებას.
(NS)
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)