|
2019-03-27 14:27:51, 1621 ნახვა
კომენტარი
კილაძე: 2016 წელს ივანიშვილი კონკრეტულ პირებს აძლევდა რეკომენდაციას, რომ ბესელია „ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავჯდომარის სოფო კილაძის ინფორმაციით, 2016 წელს ბიძინა ივანიშვილი კონკრეტულ პირებს აძლევდა რეკომენდაციას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო. კილაძის თქმით, საზოგადოებისთვის ის უფრო მნიშვნელოვანია, როგორ ასრულებს „ქართული ოცნება“ დაპირებებს და არა ის, თუ რა გზავნილი მიიღო ეკა ბესელიამ მამუკა მდინარაძისგან. „ეკა ბესელია კი არ არის აქტუალური, არამედ ის, ჩვენ რა დაპირებები მივეცით კონკრეტულ სფეროებში ადამიანებს, აქტუალური უნდა იყოს რას ვასრულებთ და რას არა. მგონი, ეს აინტერესებს ხალხს და ამაზე უნდა გაიმართოს მსჯელობა და არა მამუკა მდინარაძემ ბესელიას რა გაუგზავნა ან ბესელიამ რა კომენტარი გააკეთა. მე გიდასტურებთ იმას, რომ იყო საუბარი 2016 წელს ბატონი ბიძინა ივანიშვილი აძლევდა რეკომენდაციას კონკრეტულ პირებს, მაშინდელ ხელმძღვანელობას, რომ ეკა ბესელია „ქართული ოცნების“ სიაში არ ყოფილიყო“, - განაცხადა სოფო კილაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)