|
2019-03-26 12:32:08, 1479 ნახვა
კომენტარი
თალაკვაძე: შსს-ს ინიციატივას, რომლითაც ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, პარლამენტში მაღალი მხარდაჭერა ექნება
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი, არჩილ თალაკვაძე ფიქრობს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ წარმოდგენილ ინიციატივას, რომლის თანახმად ე.წ. ქუჩური გარჩევა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ხდება, პარლამენტში მაღალი მხარდაჭერა ექნება. მისი განცხადებით, აღნიშნული კანონპროექტი, რომელიც კრიმინალისგან არასრულწლოვნების დაცვას ისახავს მიზნად, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან არსებულ გამოწვევებზე ადეკვატური მიდგომის დასტურია. „ის, რომ ახალგაზრდები კიდევ უფრო მეტად იყვნენ კანონმდებლობით დაცულნი, კრიმინალური სუბკულტურისგან, ეს არის სწორი და დროული ნაბიჯი. ამ გადაწყვეტილებასაც ვფიქრობ მაღალი მხარდაჭერა ექნება პარლამენტში. შინაგან საქმეთა სამინისტროს, გამოწვევებთან მიმართებით აქვს სწორი გეგმა“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)