|
2019-03-25 14:39:05, 1803 ნახვა
კომენტარი
უგულავა ლადო კახიძეზე: „ოცნება“ უბრალოდ დაგვცინის, ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია?!
"თუ ვირჩევთ დეპუტატს, ლადო კახაძე შეურაცხყოფაა. „ქართული ოცნება“ უბრალოდ დაგვცინის", - ასე გამოეხმაურა „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა „ქართული ოცნების“ მიერ ექიმ ლადო კახაძის კანდიდატურის წარდგენას. როგორც უგულავამ Facebook-ის საკუთარ გვერდზე დაწერა, ახაძემ პაატა ბურჭულაძის პარტიიდან 2016 წელს იყარა კენჭი და ხმების 2,3% მიიღო. “თუ გჭირდებათ ეხოსკოპისტი კი ბატონო, ბაზარი არაა! თუ ვირჩევთ თამადას მოსულა (მე არ მომწონს მაგრამ ოკ), მაგრამ თუ ვირჩევთ დეპუტატს ლადო კახაძე უბრალოდ შეურაცხყოფაა. ქართული ოცნება უბრალოდ დაგვცინის. ამ პარლამენტს სადღეგრძელოები აკლია? ეხოსკოპისტი და მარკშეიდერი ჭირდება? შეგახსენებთ: კახაძემ ბურჭულაძის პარტიიდან 2016 იყარა კენჭი მთაწმინდაზე და 2,3% მიიღო. მაშინ "ბურჭულაძეები" მოღალატეები იყვნენ "კობახიძეებისთვის" - ახლა რა შეიცვალა? სადაა ლოგიკა, თანმიმდევრულობა ან ნამუსი - თქვე მართლა "დედის საშო გამოვლილო ნაყოფნო" ( ლ. კახაძე). #შალვაშავგულიძე - სამართლის უზენაესობა“, - წერს გიგი უგულავა. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ მთაწმინდის მაჟორიტარ კანდიდატად ექიმი ლადო კახაძე წარადგინა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)