|
2019-03-21 12:10:03, 1151 ნახვა
საზოგადოება
თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება
თბილისში ველობილიკებსა და „ბასლაინებზე“ კიდევ 300-მდე ვიდეოკამერა დამონტაჟდება. მერიის ინფორმაციით, ე.წ. ჭკვიანი კამერები ყველა იმ ქუჩაზე დამონტაჟდება, სადაც ველობილიკები და ავტუბუსების ზოლებია მოწყობილი ან წელს მოეწყობა, მათ შორის ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩებზე. „წინასწარი ინფორმაციით, იქ, სადაც ავტობუსებისთვის იქნება განკუთვნილი ზოლები გამოყოფილი, პირველი ეტაპისთვის 300-მდე ვიდეოკამერის დამონტაჟების საკითხი დადგა დღის წესრიგში. ამის გამო შინაგან საქმეთა სამინისტროს ერთად ვმუშაობთ ყოველდღიურ რეჟიმში, რომ გამოცხადდეს სახელმწიფო ტენდერი. მზადდება ტექნიკური დავალება. შესაბამისად, წელს რომელი ქუჩების რეაბილიტაციაც მოხდება, მაგალითად, ხიზანიშვილის, ვეკუას, კანდელაკის ქუჩაზე წელსვე იქნება დამონტაჟებული ვიდეოკამერები, რომელიც სიჩქარესაც გააკონტროლებს“, - განაცხადა მუმლაძემ. მისივე ინფორმაციით, ვიდეოკამერები დამონტაჟების პროცესშია შარტავასა და კოსტავას ქუჩებზე, ასევე რობაქიძის გამზირსა და ბარათაშვილის აღმართზე. „გარდა ამისა, უნდა აღინიშნოს, რომ სააკაძის მოედანზე ჩვენ დამონტაჟებული გვაქვს სპეციალური შუქნიშანი, რომელიც ავტობუსს აძლევს პრიორიტეტს, ჯერ მას ატარებს და შემდეგ კერძო ავტომობილებს. ასეთი შუქნიშნები დამონტაჟდება ყველა კვანძზე. ეს პრინციპი იქნება გამოყენებული კანდელაკის ქუჩაზე და ჭავჭავაძის გამზირზე, რომლის რეაბილიტაციაც განხორციელდება. ამ დროისთვის დამონტაჟებულია 19 ვიდეოკამერა, თუმცა, როგორც უკვე აღვნიშნე, 300 ადგილზე დამონტაჟდება“, - განაცხადა მუმლაძემ. ცნობისთვის, 2018 წლის ბოლოს თბილისის მერმა, კახა კალაძემ მერიის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ თბილისში სატრანსპორტო პოლიტიკის მიმართულებით 2019 წელს მნიშვნელოვანი ცვლილებები იგეგმება. ამავე მთავრობის სხდომაზე კალაძემ ვიდეოკამერების დამონტაჟების საჭიროებაზეც ისაუბრა.
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
პუტინი კრემლში ვიტკოფსა და კუშნერს ხვდება
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)