|
2019-03-20 21:47:51, 1654 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა წულუკიანს: რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რომ თავს უფლებას აძლევთ, ივანიშვილი აშანტაჟოთ
„თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით ფლობთ ინფორმაციას, რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია“, - ასე მიმართა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა თინა ბოკუჩავამ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე. ბოკუჩავამ კონკრეტული საქმეები დაასახელა, რომელთა შესახებაც, მისი თქმით, იუსტიციის მინისტრს მნიშვნელოვანი ინფორმაცია აქვს. „ჩვენ ძალიან კარგად გვესმის რომ ნომინალურ პრემიერს მამუკა ბახტაძეს თქვენ არ დააშანტაჟებდით, თქვენ აშანტაჟებდით ბიძინა ივანიშვილს და მაღალი ალბათობით თქვენ ფლობთ ინფორმაციას რომელიც მისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია მისთვის რეჟიმის გავლენის შესანარჩუნებლად. სავარაუდოდ, თქვენ გაქვთ იმის ფუფუნება, რომ დააშანტაჟოთ ქვეყნის მთავარი მმართველი იმიტომ რომ ფლობთ ინფორმაციას მათ შორის იმაზე თუ როგორ გაიყვანა თქვენმა დანიშნულმა „ბოტასების ქურდმა“ ფარცხალაძემ საკნიდან ვანო მერაბიშვილი. თქვენ ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ როგორ გაიტაცეს ქართულმა სპეცსამსახურებმა თბილისის ცენტრიდან ჟურნალისტი აფგან მუხთარლი. ფლობთ ინფორმაციას მათ შორის შესაძლოა ეროსი კიწმარიშვილის ძალიან ბუნდოვან გარემოებებში გარდაცვალებასთან დაკავშირებით. ფლობთ ინფორმაციას იმაზე თუ ხელისუფლების სხვადასხვა შტოები როგორ უნისონში მოქმედებდნენ იმისთვის რომ ივანიშვილს ხელში ჩაეგდო "რუსთავი 2". როგორ „ალაგებს“ საქმეებს უჩა მამაცაშვილი. აი ამიტომ ვფიქრობთ და ამიტომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებამ იცოდეს და საზოგადოების მიმართ მინიმალური პატივისცემა რომ გქონდეთ, დიახ, გააჟღერებდით თუ რა საბაბი გაქვთ იმის, რა ინფორმაციას ფლობთ ასეთს, რის გამოც თქვენ თავს აძლევთ იმის უფლებას, რომ ქვეყნის მთავარი მმართველი, მაფიოზი შეიძლება ითქვას აშანტაჟოთ პირდაპირ ეთერში“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)