|
2015-06-22 12:16:26, 356 ნახვა
პოლიტიკა
საქართველოს დელეგაცია 23-25 ივნისს უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიურ კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას
23-25 ივნისს ქალაქ ვენაში უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენცია (ASRC) გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას მიიღებს საქართველოს დელეგაცია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის - დავით დონდუას ხელმძღვანელობით. ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში გამართულ ტრადიციულ პრესკონფერენციაზე გახდა ცნობილი. ეუთო-ს ხსენებული კონფერენცია ყოველწლიურად იმართება და მასზე განხილავენ უსაფრთხოების კუთხით არსებულ საფრთხეებს და გამოწვევებს ეუთო-ს სივრცეში, ასევე ორგანიზაციის როლს მათი დაძლევის პროცესში. კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილის სიტყვით გამოსვლები სხვადასხვა სამუშაო სესიების ფარგლებში უკრაინის, ევროპული უსაფრთხოების, ტრანსნაციონალური საფრთხეების, ეუთო-ს რეგიონის სამეზობლოს, შეიარაღებაზე კონტროლისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ კონფერენციაზე ბ-ნი დავით დონდუა მონაწილეებს მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას უსაფრთხოებისა და ადამიანის უფლებების კუთხით საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებაზე, ისაუბრებს იძულებით ადგილნაცვალ პირთა და ლტოლვილთა პრობლემატიკაზე და რუსული მხარის დესტრუქციულ ქმედებებზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს რუსეთ-საქართველოს კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესს. უსაფრთხოების საკითხების გადახედვის ეუთო-ს ყოველწლიური კონფერენციის ფარგლებში დაგეგმილია ბატონი დონდუას ორმხრივი შეხვედრები პარტნიორი ქვეყნების დელეგაციებთან.
ჟურნალისტ მთივლიშვილზე თავდასხმის ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ყაზახეთმა ასტანაში გამართულ ძიუდოს გრანდ სლემში მეორე დღესაც ოქრო მოიპოვა
ესპანეთში 800 მილიონ ევროზე მეტი ღირებულების კოკაინის გადამტანი გემი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ჟურნალისტების დადგენილი მოძალადე სპეცრაზმელები დაკავებულები არიან, სისტემამ თავისი საყრდენების ჭამა დაიწყო
წინადადება თბილისს: იცვლის თუ არა უკრაინა კურსს საქართველოსთან მიმართებაში
ომი უკრაინაში
რუსების აგრესიის შედეგად, ერთ დღეში უკრაინის სამ რეგიონში თითქმის 20 ადამიანი დაიჭრა
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთის ფედერაციამ დაარღვია საკუთარი „ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება“: დუმილის იმიტაციაც კი არ ყოფილა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)