|
2019-03-20 20:26:47, 1651 ნახვა
კომენტარი
წულუკიანი - ოკუპირებულ ქვეყანაში სირცხვილია, როცა რელიგიური გაერთიანება ფიქტიური მიზეზით ჯარიდან ათავისუფლებს
„ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ცოტა სირცხვილია, როცა ზოგიერთი ახალშექმნილი რელიგიური გაერთიანება სარგებლობს კანონით და სამხედრო სამსახურიდან გათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით“, - ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც დეპუტატების კითხვებს პასუხობს. მინისტრმა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის ინიციატივაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ადგილი ექნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობას. „თუ სწორად მოვინიშნე, საუბარია, ხომ არ არის დისკრიმინაციული, ანუ შეუსაბამო ანტიდისკრიმინაციულ კანონთან. ვფიქრობ, ის კონფესიები, რომლებსაც ჩვენ წარმოვადგენთ და ასევე სხვები წარმოადგენენ, სახელებს არ ვიტყვი, ის კონფესიებია, რომლებიც არის ე.წ. ტრადიციული კონფესიები. ყველა ამ ეკლესიას, ჩვენსას და კონფესიებს, აღმსარებლებს, არავითარ შემთხვევაში არ ესაყვედურებათ ის, რასაც ეს კანონპროექტი საყვედურობს ზოგიერთ ახალშექმნილ რელიგიურ გაერთიანებას, რომელიც სარგებლობს კანონით და თქვენც იცით, რეალურად სავალდებულო სამხედრო სამსახურიდან ათავისუფლებს ფიქტიური მიზეზით. ჩემს სისტემაშიც ყოფილა რამდენიმე თანამშრომელი, რომელმაც მოიტანა ცნობა, „გირჩის“ მიმდევარი ვარო, თუ რომელიღაც ორგანიზაციის და არ წავალ ჯარში. ვფიქრობ, ოკუპირებულ ქვეყანაში ამგვარი საქციელი ცოტა სირცხვილია, მაგრამ თუკი ამ კანონპროექტში იქნებოდა ჩანაწერი, რომელიც ასე ვთქვათ ერთ დონეზე არ აყენებს მუსლიმებს, მართლმადიდებლებს და სხვა ცნობილი და აღიარებული კონფესიების წარმომადგენლებს, ეს რა თქმა უნდა, იქნებოდა ანტიდისკრიმინაციულ კანონთან შეუსაბამობა, მაგრამ ეს ჩემი აზრია“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)