|
2019-03-20 19:33:00, 1407 ნახვა
საზოგადოება
კომპანია, რომელიც ბათუმში ცხოველებს სტერილიზაციას უკეთებს, ძაღლების მოკვლის ფაქტს უარყოფს
ბათუმში მიუსაფარი ცხოველების ვაქცინაციასა და სტერილიზაციას კომპანია "სევერი" კურირებს. მას შემდეგ რაც "ექსპრესნიუსის" კორესპონდენტმა ნაგავსაყრელზე ათობით მოკლული ძაღლი აღმოაჩინა, ის კომპანიის ხელმძღვანელს ჯემალ გოგიტიძეს შეხვდა. როგორც გოგიტიძე ჩვენთან საუბარში აცხადებს, ცხოველებს ევთანაზიას მხოლოდ იმ შემთხვევაში უკეთდება, თუ ისინი ავად არიან. მანვე გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს კომპანია ძაღლებს კლავს სიცრუე და პროვოკაცია უწოდა. "მოკლული არ არიან ეს ძაღლები. ევთანაზია კეთდება. ევთანაზიას ვუკეთებთ, იმ შემთხვევაში თუ ძაღლი ავად არის და მისი გადარჩენა ვერ ხერხდება. ექიმი გვყავს და ის აკეთებს დასკვნას ევთანაზიის გაკეთებასთან დაკავშირებით. მე კი არ ვწერ ამ დასკვნებს. დღეს ქალბატონი იყო მისული იმ ნაგავსაყრელზე და მოხსნა ბოქლომები იმ ბუნკერებზე, სადაც ეს ძაღლები არიან. სხვა დროს ბუნკერები დალუქულია. ქალაქიდან მოდის ძაღლი, აქ მოწმდება, თუ არის ევთანაზია გასაკეთებელი იმათ უკეთდება. ჯანმრთელ ძაღლებს უკეთდება ბირკები", - განაცხადა ჯემალ გოგიტიძემ. "ექსპრესნიუსი" აგრეთვე ბათუმში ერთ-ერთ მოქალაქეს დაუკავშირდა, ვინც აცხადებს, რომ მას კატა მოუკლეს. ქალბატონის თქმით, ჯემალ გოგიტიძე მას პროვოკაციაში ადანაშაულებს. "ეს არ არის პორველი შემთხვევა, უკვე მესამე კატა მომიკლეს. მთელი ეს სიტუაცია დიდი ხანია გრძელდება და მათ წინაშე უძლური ვარ. ვიპოვე ჩემი კატა ნაგავსაყრელზე. გაირკვა, რომ დღეს მე დამაბრალეს, თითქოს ბუნკერზე არსებული ბოქლომები მოვხსენი - ეს სიმართლე არაა. დადის თეთრი სამარშრუტო ტაქტი და იმას გადაჰყავს ეს ცხოველები", - განაცხადა ქალბატონმა. ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის შესწავლა დაიწყო.
Bloomberg: ბრაზილია აშშ-ს მსგავსად უარს ამბობს ტრამპ-პუტინის შეთანხმების ფარგლებში რუსული დიზელის შეძენაზე
არ გაჩერდე - საქართველოს ბანკის ფილოსოფია
პუტინი კრემლში ვიტკოფსა და კუშნერს ხვდება
რას ურჩევს Mr. Nutrition მშობლებს ბავშვის კვებაზე - საქართველოს ბანკისა და Nutrition Academy of Georgia-ს თანამშრომლობით მშობლებისთვის შეხვედრა გაიმართება
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ლუკა ცარციძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)