|
2019-03-18 19:07:32, 1548 ნახვა
კომენტარი
მდინარაძე - „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება
„ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება, - ასე გამოეხმაურა ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავჯდომარე მამუკა მდინარაძე მიხეილ სააკაშვილის მიერ ენმ-ის თავმჯდომარის პოსტის დატოვებას. როგორც მდინარაძემ აღნიშნა, ენმ-ის ლიდერი ყოველთვის მიხეილ სააკაშვილი იქნება. „მარტივი ჭეშმარიტება ფორმულაში ჯდება მაშინაც კი, როცა სიტყვა „ნაციონალს“ დაამატებ. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრთა გადანაცვლებით ჯამი არ შეიცვლება. მათ საქმიანობას ვერანაირი გადანაცვლება ვერ გააკეთილშობილებს. არ ვიცი, ეს პრაგმატული გადაწყვეტილებაა თუ ტაქტიკური სვლა, რომ სააკაშვილმა თავისი ნეგატიური ფიგურა გვერდზე გასწიოს და ხალხი კიდევ მიიტყუოს, თითქოს, „ნაციონალურ მოძრაობაში“ სხვა ადამიანები არიან. ამ პარტიის ლიდერი ყოველთვის იყო და იქნება მიხეილ სააკაშვილი”, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)