|
2019-03-14 15:05:05, 1605 ნახვა
კომენტარი
ჯანეზაშვილი: ანგარიშში საუბარია კლანზე, ეს ხელისუფლებისთვის განგაშის საფუძველი უნდა გახდეს
იუსტიციის უმაღლესო საბჭოს არამოსამართლე წევრის ნაზი ჯანეზაშვილის განცხადებით, ამერიკის სახელწმიფო დეპარტამენტის დასკვნაში ვერ მოხვდებოდა ინფორმაციის წყარო, რომელიც სანდო არ არის. ჯანეზაშვილი საბჭოს მოსამართლე წევრის სერგო მეთოფიშვილის იმ განცხადებასაც გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი დეპარტამენტს არასწორ ინფორმაციას უგზავნის. მისივე თქმით, ანგარიშში პირდაპირ საუბარია კლანზე, რაც ხელისუფლებისთვის საგანგაშო სიგნალი უნდა გახდეს. „მოსამართლე წევრების შეფასებას ვუწოდებდი, რომ ისინი ცდილობენ, რომ სიმართლეს თვალი არ გაუსწორონ. ცდილობენ, რომ თავიანთი თავი დაიცვან, რადგან თავად არიან კლანის წარმომადგენლები და ბუნებრივია, მათ სხვაგვარი შეფასება ვერც ექნებოდათ. როგორ შეიძლება, ვერ ენდო ასეთ მნიშვნელოვან ანგარიშს, რომელიც მოიცავს იმ ინფორმაციას, რომელსაც აწოდებენ ქართველი არასამთავრობო ორგანიზაციები, საერთაშორისო ორგანიზაციები, სახალხო დამცველი. თუ სანდო არ არის ინფორმაციის წყარო, ეს ანგარიშში ვერ მოხვდება. ანგარიშზე საუბარია კლანზე, ლევან მურუსიძის დანიშვნაზე, რომელიც ფორსირებული იყო. ანგარიშში საუბარია კლანზე, ეს ხელისუფლებისთვის უნდა გახდეს განგაშის საფუძველი, რომ მან განახორციელოს ისეთი რეფორმები, რომელიც სასამართლო სისტემასა და საბჭოში კლანის არსებობას შეზღუდავს“, - განაცხადა ნაზი ჯანეზაშვილმა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)