|
2019-03-13 19:28:38, 1634 ნახვა
კომენტარი
„აუცილებლად გავასაჩივრებთ“ - რუსუდან გოცირიძე ირაკლი სესიაშვილის ინიციატივას დისკრიმინაციულად აფასებს
ევანგელისტურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი რუსუდან გოცირიძე პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას დისკრიმინაციულად მიიჩნევს. სესიაშვილი საკანონმდებლო ორგანოს იმ ნორმის გაუქმებას სთავაზობს, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. თუმცა, ამ შემთხვევაში, მართლმადიდებელ ეკლესიას საუბარი არ ეხება. „ზედაპირზე დევს აშკარა დისკრიმინაციული მიდგომა. ეს არ შეესაბამება არც ჩვენს კანონმდებლობას, არც კონსტიტუციას და არც იმ სულისკვეთებას, რომელიც წესით გვაქვს, ჩვენს ქვეყანაში. ქვეყანა, რომელსაც დემოკრატიულ ქვეყნად ვაშენებთ, რომელსაც ვაშენებთ სეკულარულ და დამოუკიდებელ ქვეყნად. იმედს ვიტოვებ, რომ ამ ინციატივას წარმატებული გაგრძელება არ ექნება. აუცილებლად გავასაჩივრებთ. ვფიქრობ, რომ იურისტებს დიდი წვალება არ დასჭირდებათ საკონსტიტუციო სასამართლოში. უცნაურად საეჭოდ ემთხვევა მსგავსი ინიციატივები და მოვლენები იმ პროცესებს, რაც ეხლა მიმდინარეობს პარლამენტში, იმ სიგნალებს, რომ უნდა ჩვენს საკანონმდებლო ორგანოს რელიგიის შესახებ კანონზე იმუშაოს. ერთ-ერთი არგუმენტი შეიძლება ეს მოვლენაც იყოს“, - განაცხადა“, - განუცხადა „რუსთავი 2“-ს რუსუდან გოცირიძემ.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)