|
2019-03-13 12:20:52, 1618 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე: თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უმკაცრესი რეაგირება უნდა ჰქონდეს
"თუ ირაკლი კვარაცხელია ნაწამები და მოკლულია, ქვეყანას უნდა ჰქონდეს უმკაცრესი რეაგირება, მისი მკვლელები კი, "ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში უნდა იყვნენ შეყვანილი", -ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა სერგი კაპანაძემ განაცხადა. კაპანაძე მიიჩნევს, რომ უნდა დადგინდეს, თუ რა პირობებში იმყოფებოდა ირაკლი კვარაცხელია გარდაცვალებამდე. "მნიშვნელოვანია დადგინდეს არამარტო რა ვითარებაში მოხდა ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, არამედ თუ რა პირობებში იმყოფებოდა ის საპყრობილეში, ხომ არ იყო ნაწამები, ხომ არ იყო მის მიმართ სხვადასხვა არაადამიანური მოპყრობის მექანიზმები გამოყენებული და ამის შემდეგ უნდა გაკეთდეს შეფასება. თუ დადგინდება, რომ ირაკლი კვარაცხელია მოკლულია, ან ნაწამები, მაშინ უნდა გვქონდეს უმკაცრესი რეაგირება, როგორც ქვეყანას. აუცილიბელია მოხდეს დადგენა იმ ადამიანების, ვინც პასუხისმგებელია და ის ადამიანები უნდა იყვნენ შეყვანილი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მთავარი თემა უნდა იყოს მათი დასჯა, ვინც მიიღო მონაწილეობა. მნიშვნელოვანია საქმის კურსში ჩავაყენოთ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. მას შემდეგ რაც ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი იქნება გადმოსვენებული, ნათელი მოეფინება რა მოხდა რეალურად’’, - განაცხდაა სერგი კაპანაძემ. ცნობისთვის, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელ ხაზზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას, რომ გალის რაიონში 29 წლის ქართველმა ახალგაზრდამ, რომელიც დე ფაქტო ხელისუფლების მიერ იყო დაკავებული, თავი მოიკლა.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)