|
2019-03-13 11:08:24, 1557 ნახვა
კომენტარი
დავითაშვილი: შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) გენერალური დირექტორის თანაშემწეს, აღმოსავლეთ ევროპასთან თანამშრომლობის განყოფილების უფროსს, რუთ ჰუბერს შეხვდა. შეხვედრაზე ლევან დავითაშვილმა საქართველოში აგრარული დარგის პოტენციალზე და იმ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სახელმწიფოსა და დონორო ორგანიზაციების, მათ შორის, შვეიცარიის განვითრებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) მხარდაჭერით ხორციელდება. „შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი დონორია. მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, რომ სააგენტო განსაკუთრებით აქტიურად მუშაობს სოფლის მეურნეობის და გარემოსდაცვითი მიმართულებით. ჩვენ ბევრი ძალიან წარმატებული ერთობლივი პროგრამა გვაქვს განხორციელებული. დღეს ვისაუბრეთ იმ გეგმებზე, რომლებსაც სამინისტრო და შვეიცარიის განვითარების სააგენტო საქართველოში განახორციელებს. პირველ რიგში ეს უკავშირდება მეცხოველეობის სექტორის წახალისებას, მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაცია/რეგისტრაციას, სხვა მხარდამჭერ პროექტებს, რომელიც ქვეყანას სოფლის განვითარებაში დაეხმარება“, - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. მინისტრმა მადლობა გადაუხადა შვეიცარიის მხარეს და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ორ ქვეყანას მრავალწლიანი წარმატებული თანამშრომლობა აკავშირებს. „თქვენ ხართ წარმატების საუკეთესო მაგალითი. თქვენი გამოცდილების გაზიარება და ის მხარდაჭერა, რაც გვაქვს როგორც მეცხოველეობის დარგის განვითარების, ასევე პროფესიული განათლებისა და საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურების გაძლიერების მიმართულებით ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)