|
2019-03-12 15:21:59, 1462 ნახვა
კომენტარი
ვახტანგ ლაშქარაძე: საბაჟო ორგანოები მაქსიმალურად არიან ჩართულები სიგარეტის კონტრაბანდის აღკვეთის ღონისძიებებში
„საბაჟო ორგანოები მაქსიმალურად არიან ჩართულები სიგარეტის კონტრაბანდის აღკვეთის ღონისძიებებში“, - აღნიშნა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსმა, ვახტანგ ლაშქარაძემ ტელეკომპანია „მაესტროს“ პირდაპირ ეთერში საუბრისას. მისი თქმით, კონტრაბანდის წინააღმდეგ აქტიური ღონისძიებები ხორციელდება ქვეყნის კონტროლირებად საზღვრებზე - საბაჟო-გამშვებ პუნქტებზე, რისთვისაც გამოყენებულია კინოლოგიის სამსახურიც. „ამავე დროს, გასათვალისწინებელია, რომ ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მოვალეობაა, რაც შეიძლება სწრაფად და შეუფერხებლად შემოვუშვათ ტურისტი ქვეყანაში, განსაკუთრებით იმ პერიოდში, როდესაც დიდი ტურისტული მიმოსვლაა საზღვრებზე. რა თქმა უნდა, ეს შედარებით ართულებს კონტრაბანდული სიგარეტის ძებნას, თუმცა ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრები ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობენ ქვეყნის საზღვარზე არადეკლარირებული სიგარეტის კანონდარღვევით შემოტანის მცდელობის ფაქტების აღსაკვეთად“, - განაცხადა ვახტანგ ლაშქარაძემ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)