|
2019-03-08 16:18:32, 1671 ნახვა
კომენტარი
ზაქარია ქუცნაშვილი: როგორ შეიძლება დაადო ხელი გახარიას?!
"როგორ შეიძლება დაადო ხელი გახარიას”, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა. ქუცნაშვილის თქმით, პარლამენტმა მამუკა ხაზარაძეს თავისი სიმართლის დასაცავად ასპარეზი მისცა. „მე ვისურვებდი ყველა ადამიანმა გაიმართლოს თავი, ვიდრე მტყუანი აღმოჩნდეს, მაგრამ არც ის შეიძლება, რომ ქაღალდი მოიტანო, არ დაასახელო მომტანი და ამის დასადასტურებლად იძახო, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ საწინააღმდეგო განცხადება გავაკეთე. მე ვერ დავიწყებ შიშველი ხელებით ადამიანის დაბრალებას, ამიტომაც უფრო მეტი მოგვეთხოვება როცა ადამიანს აბრალებ და ეუბნები, რომ არ მწამდაო და გამაკეთებინეს ეს განცხადებაო. თუ არ გჯერა, რატომ აკეთებდი „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ განცხადებას? თუ ჟურნალისტები წარმოაჩენთ ამას, რომ მამუკა ხაზარაძეს მოსწონს ნაციონალური მოძრაობა და აიძულა ქართულმა ოცნებამ, რომ ცუდი ელაპარაკა, მაშინ ამ კაცს უკეთებთ ცუდ საქმეს თქვენ, მედია. მე ვფიქრობ, რომ პარლამენტმა მისცა მამუკა ხაზარაძეს ასპარეზი თავისი სიმართლის დასაცავად. ორი კომიტეტი ჩატარდა, დაუთმეს უმაღლესი ტრიბუნა” - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა. მისი თქმით, ქართულმა ოცნებამ ბიძინა ივანიშვილის თავკაცობით მოიტანა თავისუფლება და თუ ვინმე ამ თავისუფლებას ბოროტად გამოიყენებს და შეეცდება სხვადასხვა ინტერესების გამო ვინმეს დაემუქროს, ის თავის თავს აყენებს დიდი დარტყმის ქვეშ.
(NS)
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)