|
2019-03-08 15:47:49, 1831 ნახვა
კომენტარი
ბიზნესომბუდსმენი: ანაკლიის პორტის პროექტზე მზად ვართ ხაზარაძეს სახელმწიფოსთან ვუშუამდგომლოთ
თუ პორტის პროექტზე მთავრობის მხრიდან მეტი მხარდაჭერაა საჭირო, მზად ვართ მამუკა ხაზარაძეს ვუშუამდგომლოთ სახელმწიფოსთან", -ამის შესახებ ბიზნესომბუდსმენმა ანაკლიის პორტის პროექტის გარშემო შექმნილ ვითარებაზე საუბრისას განაცხადა. „ჩემთვის, როგორც ბიზნესომბუდსმენისთვის საინტერესოა ანაკლიის პროექტის გარშემო შექმნილი ვითარება. როგორც საჯარო განცხადებებიდან ისმის ანაკლიის პროექტის შესრულების ვადები და სხვა საკითხები პრობლემური ხდება", - აღნიშნა ლექვინაძემ. კითხვაზე არის თუ არა ამ პროცესში ბიზნესზე ზეწოლის ნიშნები, როგორ აფასებს ხაზარაძის განცხადებას მის წინააღმდეგ ორკესტირირებული შეტევისა და მუქარის წერილის შესახებ ირაკლი ლექვინაძე ასე უპასუხა: "შორს ვარ იმ აზრისგან, რომ ბ-ნი გახარია ან ბ-ნი ხაზარაძე მსგავი შინაარსის წერილებს წერენ. მძიმე ურთიერთბრალდებებია, რაც საჭიროებს სწრაფ და გამჭვირვალე გამოძიებას და ამაზე პროკურატურამ უნდა იმუშაოს", - განაცხადა მან. ირაკლი ლექვინაძის თქმით, ასეთ საქმეებს მეტი ინფორმაცია და გამჭვრივალობა სჭირდება საზოგადეობაშიც, ბიზნეს წრეებშიც.
„დეფიციტის ახალი ტალღა“: რუსეთში ბენზინგასამართი სადგურების 70%-ზე მეტს ბენზინი ამოეწურა
„ყველა, ვისაც შეუძლია, ცდილობს თავისი ფულის გატანოს“ - რუსი მილიარდერები კაპიტალის გადარჩენას ცდილობენ
ღარიბაშვილი: წერილი გამომიგზავნა მამუკა მდინარაძემ
ირაკლი ღარიბაშვილი საპატიმროდან დაპირებულ წერილს ავრცელებს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)