|
2019-03-07 12:56:58, 1519 ნახვა
კომენტარი
მეტრეველი მთავრობის ახალ ინიციატივაზე: ეს უდიდესი საქმეა, ასეთი მასშტაბი საქართველოში არ ყოფილა
"ეს არის უდიდესი საქმე, ასეთი მასშტაბი არასდროს ყოფილა საქართველოში", - ასე აფასებს თსუ-ს ყოფილი რექტორი როინ მეტრეველი საქართველოს მთავრობის ახალ ინიციატივას "განათლება - გზა თავისუფლებისკენ". „ის რაც მოვისმინეთ, არის უაღრესად მნიშვნელოვანი. მთავარი არის ის,რომ იზრდება დაფინანსება, ეს რეალურია და აუცილებელია იმისთვის,რომ განათლების სისტემა უფრო გაფართოვდეს, გაიზარდოს და უფრო მნიშვნელოვანი გახდეს. აქ არის მთელი რიგი სხვა საკითხები, სხვა დროს იქნება ამაზე მსჯელობა, კონკრეტული სხვა საკითხებიცაა, დარგების განვითარების მიხედვით. მეტი ყურადღება უნდა ქართველოლოგიის დარგს, კავკასიოლოგიას საერთოდ- პრიორიტეტი საქართველოს მეცნიერებისათვის . ყველა დარგი საჭიროა,მაგრამ ამ დარგებს მეტი ყურადღება სჭირდება. მისასალმებელია,რომ განათლება დასახელდა ქვეყნის მთავარ პრიორიტეტად .მთავარი არის,რომ რეალურად გატარდეს ცხოვრებაში", - განაცხადა როინ მეტრეველმა ახალი ინიციატივის კომენტირებისას.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)