|
2019-03-07 12:31:40, 1455 ნახვა
კომენტარი
ქობულია TBC-ს საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნაზე: მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც ამ პრობლემის მოგვარებას დააჩქარებს
"მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც პრობლემის მოგვარებას დააჩქარებს",- ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი ქობულია პარლამენტში „თიბისი ბანკის" საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექნის საკითხს. როგორ ქობულიამ განმარტა, საკითხის მოგვარება ქვეყნისთვის აუცილებელია. „მე მგონია, რომ რაც უფროს სწრაფად მოხდება ამ საკითხის დასრულება და ამ პრობლემატური დისკუსიის დასრულება, მით უფრო კარგი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ყველა ინვესტორისთვის, ამიტომ მე მივესალმები ყველა ნაბიჯს, რომელიც დააჩქარებს ამ პრობლემის მოგვარებას", - აღნიშნა ქობულიამ. ცნობისთვის, "თიბისი ბანკის" დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საპარლამენტო მოსმენის დროს ბანკის გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნა მოითხოვა. მის მოთხოვნას მხარი "ევროპულმა საქართველომ" დაუჭირა და შესაბამისი ხელმოწერების შეგროვება დაიწყო.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)