|
2019-03-06 21:26:55, 1540 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი - ერთი ფარატინა ფურცლის გამო კონკრეტული პირის დადანაშაულება არის აბსურდი
პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი დღეს პროკურატურის მიერ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის წერილის გამოქვეყნებას ეხმაურება. ოხანაშვილი წერილს „ფარატინა ფურცელს“ და აცხადებს, რომ ამის გამო, კონკრეტული პირის მიმართ ხელის გაშვერა სამართლებრივ ლოგიკას მოკლებულია. დეპუტატის შეფასებით, დოკუმენტი ვერ იძლევა საღი აზრის ჩამოყალიბების შესაძლებლობას, იმის შესახებ, რომ მასში კონკრეტული პირის მხრიდან შესაძლოა, შანტაჟის ან მუქარის შემცველი ინფორმაცია მომდინარეობდეს. "ამის გამო კონკრეტული პირის მიმართ ხელის გაშვერა, დადანაშაულება არის აბსურდი და ყოველგვარ სამართლებრივ ლოგიკას მოკლებული. თუმცა პროცესები მიმდინარეობს და ყველამ უნდა ითანამშრომლოს გამოძიებასთან, ვისაც კი აქვს რაიმე სახის ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით", - აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა. შეგახსენებთ, დღეს პროკურატურამ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის, მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის გადაცემული წერილი გაასაჯაროვა, რომელიც ბიზნესმენის მტკიცებით, მას შს მინისტრმა გიორგი გახარიამ გაუგზავნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)