|
2019-03-06 13:35:08, 1541 ნახვა
კომენტარი
ზურაბიშვილი: ჩვენ არ შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას და გატაცებებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია
"ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, - ამის შესახებ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა. პრეზიდენტი მიიჩნევს, რომ მნიშვნელოვანია მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლება, რათა მოლაპარაკებების ფორმატი მხოლოდ ტექნიკურ დონეზე არ წარიმართოს. "ხომ ნათელია, რომ რუსეთის მხრიდან მუქარის, აგრესიის, ზეწოლის, ომის, ოკუპაციის მიუხედავად, საქართველოს არ გადაუხვევია სახელმწიფოებრივი მშენებლობის, დემოკრატიის გამყარების, ეკონომიკის გაძლიერების, დამოუკიდებლობის განმტკიცების გზიდან. ეს არის მშვიდობიანი პოლიტიკის გამარჯვება ძალადობისა და მუქარის პოლიტიკაზე! ჩვენ არ ვეგუებით და არც შევეგუებით ტერიტორიების ოკუპაციას, გატაცებებს და მცოცავ ხაზებს, რომელიც ძალადობისა და შანტაჟის პოლიტიკის ნაწილია. არც იმას ვეგუებით, რომ მოლაპარაკებების ფორმატები დღეს მხოლოდ ტექნიკურ დონეზე მიმდინარეობს. ჩვენს პარტნიორებთან ვისაუბრე მაღალი პოლიტიკური ფორმატის განახლების აუცილებლობაზე. მათ უნდა გააგებინონ რუსეთს, რომ 21-ე საუკუნეში ნულოვანი ჯამის თამაში არავის ინტერესში აღარ არის და აგრესიული პოლიტიკა წარსულში ჩარჩენის გზაა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)