|
2019-03-06 10:46:45, 1682 ნახვა
ეკონომიკა
წიაღის ეროვნულმა სააგენტომ კანადაში ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის პოტენციალი გააცნო
3-5 მარტს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სამუშაო ვიზიტით კანადაში, ქალაქ ტორონტოში იმყოფებოდა, რომლის დროსაც საერთაშორისო ინვესტორებს საქართველოს სამთო მოპოვების სექტორის შესაძლებლობები და საინვესტიციო პოტენციალი გააცნო. ვიზიტის ფარგლებში, წიაღის სააგენტოს უფროსმა მონაწილეობა მიიღო სასარგებლო წიაღისეულის შესწავლისა და განვითარების საერთაშორისო ორგანიზაციის Prospectors & Development Association (PDAC) მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში, რომელიც სამთო მოპოვების საკითხებს მიეძღვნა, რომელსაც 135 ქვეყნის 25 000 - ზე მეტი წარმომადგენელი დაესწრო. აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ღონისძიება ყველაზე მნიშვნელოვანი ხასიათის მოვლენაა სამთო-მოპოვებით ინდუსტრიაში. აღსანიშნავია, რომ Prospectors & Development Association - ის პრესტიჟულ ღონისძიებებში საქართველომ წელს პირველად მიიღო მონაწილეობა. სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს უფროსი მაია ზავრაშვილი სიტყვით გამოვიდა Tethyan Belt-ის სახელით ცნობილ სესიაზე, რომელიც ევროპა-აზიის გეოლოგიურ სარტყელში წიაღისეულის მოპოვებას მიეძღვნა და დამსწრე საზოგადოებას გააცნო სექტორში არსებული მიღეწევები, მიმდინარე და განხორციელებული რეფორმები, საქართველოს მომპოვებითი სფეროში ინვესტირების შესაძლებობები და სამომავლო თანამშრომლობასთან დაკავშირებით მზაობა გამოთქვა. წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა კანადაში საქართველოს საელჩოს დახმარებითა და ორგანიზებით ცალკეული შეხვედრები გამართეს საქართველოს სასარგებლო წიაღისეულით დაინტერესებულ ინვესტორებთან (Alamos Gold Inc., Altair Respources Inc., Mundoro Capital Inc., Pasinex Resources Limited, Centera Gold), რომელთაც გააცნეს საქართველოს სამთო-მოპოვებითი სფეროს პოტენციალი და ამ კუთხით არსებული მიმზიდველი საინვესტიციო გარემო. ასევე შეხვედრები გაიმართა ასევე კალგარის უნივერსიტეტის წარმომადგენლებთან, სადაც იმსჯელეს საქართველოში სამთო მოპოვებითი სფეროს საგანმანათლებლო პროგრამების შესაძლო განხორციელების შესახებ. გარდა ამისა, წიაღის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლები შეხვდნენ პინარ ატაკანლის, კანადის საელჩოს სავაჭრო წარმომადგენელს თურქეთში, სადაც საქართველოს სამთო-მოპოვებითი სექტორის ცნობადობის გაზრდით მიზნით თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე იქნა ყურადღება გამახვილებული. Prospectors & Development Association - ს მსოფლიო მასშტაბით 8000-ზე მეტი წევრი ჰყავს. PDAC-ს მისიას წარმოადგენს პასუხისმგებლიანი, ძლიერი და მდგრადი სასარგებლო წიაღისეულის წარმოების გლობალური ხელშწყობა. კანადაში ასევე იმყოფებოდა სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და პროექტების მართვის სამსახურის ხელმძღვანელი გვანცა ბიწაძე.
(NS)
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)