21:22 - 18 Aug, 2026
|
2019-03-05 12:53:34, 1629 ნახვა
კომენტარი
სამადაშვილი: მკვდარი სულების გაცოცხლება - ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში
"მკვდარი სულების დაბრუნება" - ასე შეაფასა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა, პოლიტიკაში ირაკლი ღარიბაშვილის დაბრუნება. სამადაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ არის გაკოტრებული. "ეს გამოჩნდა გუშინ, ჩანს ყოველდღიურად, როცა ყველა მიმართულებით სახელმწიფო პოლიტიკა არის შესული ჩიხში. ვხედავთ, რომ არანაირი გამოსავალი ივანიშვილს არ აქვს. მკვდარი სულების გაცოცხლება- ასე დავარქმევდი ღარიბაშვილის დაბრუნებას პოლიტიკაში და მკვდარი სულების გაცოცხლება ვერავის გაუხანგრძლივებს პოლიტიკურ სიცოცხლეს. ბიძინა ივანიშვილმა ამოწურა თავის ვადა და მისმა პოლიტიკურმა პროექტმაც „ქართული ოცნების“ სახით“, - განაცხადა სალომე სამადაშვილმა. ცნობისთვის, ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პოლიტიკაში დაბრუნდა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)