|
2019-03-04 13:01:01, 1387 ნახვა
კომენტარი
კოვზანაძე TBC ბანკზე: შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები
"შეთქმულებების თეორიებს ვერ ავყვები", - ამის შესახებ საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი კოვზანაძემ "თიბისი ბანკის" გარშემო განვითარებულ მოვლენებთან დაკავსირებით განაცხადა. როგორც კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, დეპუტატები ბანკის დამფუძნებლებს, მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ყველა საკითხზე ღია საუბრის საშუალებას მისცემენ. "TBC ბანკმა და ეროვნულმა ბანკმა გააფორმეს ერთობლივი ხელშეკრულება. TBC ბანკის აქციონერებმა შეწყვიტეს სამართლებრივი დავა ეროვნულ ბანკთან, TBC ბანკმა გადაიხადა ჯარიმა, ასევე მათ აქვთ ვალდებულება, რომ განავითარონ ჯანსაღი კორპორატიული მართვა. შეიყვანონ დამოუკიდებელი დირექტორები სამეთვალყურეო საბჭოში და სხვა ეს არის უმნიშვნელოვანესი. მათ გადადგეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯები TBC ბანკის განვითარებისთვის და ამას აღიარებს ეროვნული ბანკიც. მე შეთქმულების თეორიას ვერ ავყვები. ვხედავ, იმ ერთობლივ წერილს რაც ჩემს წინ არის. ეს არის ერთობლივი წერილი, ეროვნული ბანკის და TBC ბანკის, რომ მათ უნდა განავითარონ მართვა, თიბისიმ უნდა გადაიხადოს ჯარიმა- ეს არის უმნიშვნელოვანესი კომპონენტი ჩვენი ფინანსური მდგრადობისა“-აცხადებს კოვზანაძე.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)