|
2019-03-02 10:03:38, 1938 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა: ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ საქართველოსთან
„როდესაც ენგურჰესის რესურსი არ არის საკმარისი, ჩვენ გვაქვს ორი გამოსავალი - აფხაზეთს არ მივაწოდოთ ელექტროენერგია, რაც, პირველ რიგში, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას - ჩვენს აფხაზ და ქართველ თანამემამულეებს დააზარალებს, ან ვიყენებთ მეორე შესაძლებლობას, რომ დავაბალანსოთ და ჩვენ თვითონ მივაწოდოთ აფხაზეთს ელექტროენერგია, რაც წლების მანძილზე დამკვიდრებული პრაქტიკაა“, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ, ნათია თურნავამ საქართველოს ენერგოსექტორის კომერციულ ოპერატორსა (ესკოს) და კომპანია "ინტერ რაოს" შორის გაფორმებული კონტრაქტის თაობაზე დასმული შეკითხვის საპასუხოდ განაცხადა. ერთჯერადი, მოკლევადიანი კონტრაქტი, რომლის ღირებულებაც 315 ათასი დოლარია, ოკუპირებული აფხაზეთისთვის დეფიციტის დასაფარად 2019 წლის მარტში ერთჯერადად 45 მლნ კვტსთ ელექტროენერგიის მიწოდებას გულისხმობს, რაც ოკუპირებული აფხაზეთის მიერ ელექტროენერგიის წლიური მოხმარების 20 პროცენტს შეადგენს. რეგიონი ელექტროენერგიას მიიღებს ელექტროგადამცემი ხაზი „სალხინოს" მეშვეობით, რომელიც საქართველოს ენერგეტიკული სისტემის შემადგენელი ნაწილია. „ამ ელექტროენერგიის იმპორტი ხდება ერთჯერადად, მოკლევადიანი კონტრაქტის ფარგლებში, რომელიც მოქმედებს მხოლოდ მარტში და მისი ღირებულება არის 315 ათასი დოლარი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, მსგავსი პრაქტიკა იყო წინა წლებშიც, რადგან ენგურჰესი ჩვენი ელექტროენერგიის ძირითადი წყაროა, მისი ნაწილი მდებარეობს საქართველოს მიერ კონტროლირებად, ხოლო ნაწილი - არაკონტროლირებად ტერიტორიაზე. 25 წელია ჩვენ გვიწევს ამ ელექტროენერგიის გაზიარება აფხაზეთთან, ისევე როგორც დანარჩენ საქართველოსთან და ეს არის სწორი გადაწყვეტილება, რადგან სხვა შემთხვევაში, თავად ვუბიძგებთ სეპარატისტულ რეჟიმს, ჩვენგან დამოუკიდებლად ეძებოს ენერგომომარაგების სხვა გზები“, - აღნიშნა ნათია თურნავამ. მინისტრის მოადგილის თქმით, არსებობს პერიოდები, როცა ენგურჰესის წყლის რესურსი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ დააბალანსოს აფხაზეთის მზარდი მოხმარება. „ასეთ დროს ვიყენებთ მექანიზმს, რომ პირდაპირ მოხდეს შესყიდვა „ინტერ რაოსგან," რომ დაბალანსდეს აფხაზეთის ენერგომოხმარების დეფიციტი. გაფორმებული კონტრაქტი საჯაროა, ეს არ არის პირველი ქეისი და მიღებული პრაქტიკაა. ენერგეტიკა არის ის დარგი, რომელიც გვაახლოებს ჩვენს აფხაზ დებთან და ძმებთან, ეს არის დარგი, რომელიც ხელს უწყობს ოკუპირებული აფხაზეთის ინტეგრაციას დანარჩენ, ერთიან საქართველოსთან და გაუაზრებელი რიტორიკით არ უნდა დავარღვიოთ ეს ბალანსი“, - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს „ენგურჰესზე" გამომუშავებული ელექტროენერგიის დაახლოებით 60 პროცენტი საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიას მიეწოდა, 40 პროცენტი კი ოკუპირებულ აფხაზეთს, რაც ოპტიმალურთან მიახლოებული პარამეტრებია.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)