|
2019-03-01 14:03:20, 1474 ნახვა
კომენტარი
ბეჟაშვილი ეუთო-ს დასკვნაზე: გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის კარდინალურად შეცვლაა
"ნაციონალური მოძრაობის” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლევან ბეჟაშვილის განცხადებით, ეუთო-ს დასკვნით დასტურდება, რომ საპრეზიდენტო არჩევნებმა სერიოზული დარღვევების ფონზე ჩაიარა. ბეჟაშვილი მიიჩნევს, რომ არსებული ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია. „ეს იყო ყველაზე ცუდი არჩევნები, რომელიც კი ჩატარებულა საქართველოს ისტორიაში, განსაკუთრებით, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური. ამიტომ, ხელისუფლების თვითკმაყოფილება, პირიქით, განგაშს უნდა იწვევდეს ქართულ პოლიტიკურ სპექტრში და საზოგადოებაში. ჩვენ ვფიქრობთ, რომ გამოსავალი არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები და საარჩევნო სისტემის კარდინალურად შეცვლა, რომ ხელისუფლებას არ ჰქონდეს მოსყიდვის, ძალადობის ისეთი ბერკეტები, რომლებიც გამოვლინდა საპრეზიდენტო არჩევნების დროს“, - განაცხადა ბეჟაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)