20:21 - 18 Aug, 2026
|
2019-03-01 13:44:23, 1660 ნახვა
კომენტარი
ანრი ოხანაშვილი ეუთო-ს დასკვნაზე: საგანგაშო არაფერი არ არის
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ეუთო-ს მიერ გამოქვეყნებულ საბოლოო დასკვნას ეხმაურება და აცხადებს, რომ ანგარიშში საგანგაშო არაფერია. როგორც ოხანაშვილმა აღნიშნა, დასკვნაში არჩევნების ჩატარების ნაწილი დადებითად არის შეფასებული. "საგანგაშო არაფერი არ არის აქ. როგორც გითხარით, არის ორი მიმართულება - ერთი მიმართულებით საუბარია პოზიტიურ საკითხებზე, დადებითად არის შეფასებული პროფესიონალური ადმინისტრირება საარჩევნო პროცესის და მეორე მხრივ, საუბარია იმ გამოწვევებზე, რომელიც გვაქვს ჩვენ და ამ მიმართულებით, რეკომენდაციის სახით შემოთავაზებულია შემდგომი რეფორმები", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა. ცნობისთვის, საქართველოში ჩატარებულ 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით ეუთომ საბოლოო ანგარიში გამოაქვეყნა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)