|
2019-02-28 13:52:55, 1086 ნახვა
საზოგადოება
თურნავა: ჩვენი ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობა ეკოლოგიურად სუფთა, მცირე ჰესებზე დგას
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე ნათია თურნავა დღეს ახლადაშენებულ „შილდაჰესი-1"-ს ეწვია და ადგილზე პირადად გაეცნო ჰიდროელექტროსადგურის მუშაობას. ეკონომიკის მინისტრის მოადგილესთან ერთად, ჰესი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორმა გიორგი ჩიქოვანმა და კახეთის სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი ქადაგიშვილმა დაათვალიერეს. სადგური, რომელიც ყვარლის მუნიციპალიტეტში სოფელ შილდაში მდინარე ჩელთზე მდებარეობს, ექსპლუატაციაში რამდენიმე თვის წინ შევიდა. ის მცირე ზომის ჰესია დადგმული სიმძლავრით 1,2 მეგავატი, სადგურის წლიური გამომუშავებაა 8,7 მლნ. კვტ.სთ. ჰესის მშენებლობისთვის კომპანია „ჰიდრო ენერჯი"-ს მიერ განხორციელებული ინვესტიციის მოცულობა 1 800 000 აშშ დოლარს შეადგენს. აღსანიშნავია, რომ სადგურის მშენებლობის პერიოდში დასაქმებული იყო 50, ხოლო ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, დასაქმდა 12 ადგილობრივი მოსახლე. „შილდაჰესი - 1" მუნიციპალურ ბიუჯეტში ყოველწლიურად 40,000 ლარამდე გადასახადს იხდის. როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, „შილდაჰესი-1" მცირე ზომის, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანი სადგურია არამარტო სოფელ შილდისთვის, არამედ მთელი ყვარლის მუნიციპალიტეტისთვის. „ეს არის ეკოლოგიურად სუფთა, ე.წ. „მწვანე ჰესი", ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავალი - სწორედ ასეთი ტიპის მცირე სადგურებზე დგას საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობა. ვულოცავ ინვესტორს, კახეთის რეგიონს ამ წარმატებულ პროექტს. ჩვენ წელს კიდევ ბევრ ასეთ ჰესს გავხსნით", - აღნიშნა ნათია თურნავამ. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ინვესტორი აქტიურად მუშაობს სოციალური პროექტების განხორციელების კუთხით - კერძოდ, ამ ეტაპზე ამოქმედდა მეფუტკრეობის მეურნეობა 200 სკის მოცულობით, სადაც 10 ადგილობრივი მოსახლეა დასაქმებული. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე უახლოეს პერიოდში სხვა ახალაშენებულ ჰესებსაც მოინახულებს და მათ მუშაობას გაეცნობა.
(NS)
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
Georgian Airways-მა რუსეთში „ხალიჩების“ გამო ზარალი 8 მილიონ დოლარად შეაფასა
|
რედაქტორის რჩევით
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
რა არის „ლურჯი ცუნამი“ და რატომ ხდება იგი აშშ-ს შუალედურ არჩევნებზე
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)