|
2019-02-27 19:34:25, 1567 ნახვა
კომენტარი
არჩილ თალაკვაძე - ზვიად კვაჭანტირაძე ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა
„ალბათ მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან თავის გადაწყვეტილებაზე ექნება საუბარი“, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ ზვიად კვაჭანტირაძის მიერ მმართველი გუნდიის დატოვებასთან დაკავშირებით განაცხადა. როგორც თალაკვაძემ აღნიშნა, კვაჭანტირაძე ჯერჯერობით დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეა. „ბატონი ზვიად კვაჭანტირაძე ამჟამად ბაქოში იმყოფება ოფიციალური ვიზიტით, ის დელეგაციაშია უმრავლესობის სახელით და ჯერჯერობით კომიტეტის მოქმედი თავმჯდომარეა. ალბათ ამ დროს მისი მხრიდან განცხადების დაწერაზე, ის მეტ განმარტებებს გააკეთებს და უმრავლესობასთან ექნება საუბარი თავის გადაწყვეტილებაზე“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ. შეგახსენებთ, ზვიად კვაჭანტირაძემ დღეს საპარლამენტო უმრავლესობა და ფრაქცია „ქართული ოცნება“ დატოვა.
(NS)
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)