|
2019-02-27 17:04:52, 1486 ნახვა
კომენტარი
რუდი TBC-ზე - იმან, თუ როგორ გადაწყდება საკითხი, შესაძლოა, საინვესტიციო კლიმატზე დიდი გავლენა მოახდინოს
იმან, თუ როგორ განვითარდება პროცესები „თიბისი ბანკთან“ დაკავშირებით, შესაძლოა, საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე დიდი გავლენა მოახდინოს, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბედ რუდმა ჟურნალისტებს განუცხადა. მან ანაკლიის პორტზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეს პროექტი არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვისაც მნიშვნელოვანია. „ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი ძალიან მნიშვნელოვანია არა მხოლოდ საქართველოსთვის და მისი ეკონომიკისთვის, არამედ შეერთებული შტატებისთვის, რადგან პროექტში მნიშვნელოვანი ამერიკული კომპანიები მიიღებენ დიდ მონაწილეობას. იმედი გვაქვს, რომ ეს პროექტი შესრულდება. ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალყურს TBC ბანკის გარშემო მიმდინარე პროცესებს. იმან, თუ როგორ განვითარდება პროცესები, შესაძლოა დიდი გავლენა მოახდინოს საქართველოს საინვესტიციო კლიმატზე“, - განაცხადა ელიზაბედ რუდმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
უკრაინა რუსეთს ზედიზედ მესამე დღეა უტევს რეკორდული რაოდენობის დრონებით
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)