16:33 - 12 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2019-02-25 18:27:38, 1066 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული არქივის დირექტორი ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორ შეხვდა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის დირექტორი თეონა იაშვილი დღეს ლიეტუვის ცენტრალური სახელმწიფო არქივის დირექტორ დარიუს ჟიჟიცს შეხვდა.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის არქივის ხელმძღვანელებმა სამომავლო თანამშრომლობის გეგმებსა და ერთობლივ ღონისძიებებზე ისაუბრეს.

სტუმარმა დაათვალიერა ეროვნული არქივის ცენტრალურ არქივებში დაცული დოკუმენტები, დოკუმენტების რესტავრაციის ლაბორატორია, გაეცნო საარქივო დოკუმენტების, მათ შორის კინომასალის, დიგიტალიზაციის პროცესს.

ლიეტუვის სახელმწიფო არქივის ხელმძღვანელი დღესვე მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ეროვნული არქივის საგამოფენო პავილიონში გამოფენის - „100 წელი ლიეტუვის წარმომადგენლობიდან ამიერკავკასიაში" - გახსნაში. 

გამოფენა 25 თებერვალს 18:00 საათზე გაიხსნება და 17 მარტამდე გაგრძელდება. დასწრება თავისუფალია.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ეპისკოპოსი გიორგი ჯამდელიანი - მივმართავ ლაშა ნაცვლიშვილს, საჯაროდ მოიხადოს ბოდიში და შენდობა ითხოვოს მეუფე იობის წინაშე
ხვიჩა კვარაცხელია - მერაბ, საბა, მადლობა და თქვენს გვერდით ვართ! კიდევ ერთხელ აჩვენეთ მსოფლიოს, რას ნიშნავს იყო ქართველი, კაცი და ადამიანი
აღსრულება დიდუბეში ცოლ-ქმრის მკვლელობაზე - გუშინაც შედგა შეხვედრა, 12 ნოემბერს დაგეგმილი იყო გამოსახლება
Georgian Airways-მა რუსეთში „ხალიჩების“ გამო ზარალი 8 მილიონ დოლარად შეაფასა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics